2017 წლის 29 ოქტომბერს HELP - ს პროგრამის Info Point - ი ბატონი ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა ქართველ ადვოკატთა 55 კაციან ჯგუფს ქ.თელავში (კახეთის რეგიონი) თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში. შეხვედრაზე ბატონმა ყანდაშვილმა ადვოკატებს გააცნო HELP-ს პროგრამის შესახებ ინფორმაცია და მოახდინა პროგრამის ელექტრონული კურსების პრეზენტაცია.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა HELP -ს პროგრამის პოპულარიზაცია, მის შესახებ ადვოკატებში ცნობიერების ამაღლება.
შეხვედრის შედეგად ადვოკატებმა მიიღეს სრული ინფორმაცია პროგრამის თაობაზე და გამოხატეს ინტერესი ჩაერთონ პროგრამაში.