Back საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი კეთილსინდისიერებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი კეთილსინდისიერებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

ევროპის საბჭომ, საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუსი) თანამშრომლობით, 15-16 ნოემბერს ჩაატარა მე-6 და მე-7 ცნობიერების ამაღლების შეხვედრა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისათვის კორუფციასთან და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვის მიზნით.

ისევე როგორც წინა შეხვედრების დროს, ღონისძიება ჩატარდა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, რომლებიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გადამზადნენ ტრენერებად ადგილობრივი ანტი-კორუფციული ტრენინგების ჩატარებით მიზნით. ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობამ მონაწილეთა დისკუსიაში, ასევე, შეიტანა საერთაშორისო პერსპექტივა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საკუთარი კომპეტენციისა და ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესაბამისად უფლებამოსილია უზრუნველყოს საჯარო ინსტიტუტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საჯარო მოხელეების მიერ კორუფციული დანაშაულების ჩადენის პრევენცია. შესაბამისად, ჩატარებული ტრენერთა ტრენინგის მეშვეობით პროექტი მხარს უჭერს სააგენტოს ძალისხმევას ებრძოლოს ეკონომიკურ დანაშაულს შესაბამისი უწყებების სათანადო ექსპერტიზითა და შესაძლებლობებით აღჭურვით მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მომავალში ტრენინგების ჩატარების მიზნით.

შეხვედრები ჩატარდა მომზადებული ტრენერების, ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ, ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტის მხარდაჭერით, სამცხე-ჯავახეთის (ადიგენი, ახალქალაქი, ახალციხე, ასპინძა, ბორჯომი, ნინოწმინდა) და შიდა ქართლის (გორი, ქარელი, კასპი, ხაშური) რეგიონების საკრებულოებისა და მერიის წარმომადგენელებისათვის. შეხვედრაზე განიხილეს ძირითადი ანტიკორუფციული კონცეფციები და კორუფციის დამარცხების გზები. აღნიშნული საკითხები განხილული იქნა სააგენტოს რეალური პრაქტიკიდან აღებული კაზუსების საფუძველზე.  ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნა ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის მანდატი და მის მიერ განხორციელებული აქტივობები. დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ინტერესთა კონფლიქტის პრევენციასა და მამხილებლების დაცვას, რომლებიც ასევე საინტერესო თემაა საერთაშორისო ანტიკორუფციულ დღის წესრიგში.

შეხვედრა წარმოადგენს იმ შეხვედრების გაგრძელებას, რომლებიც გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს (17 დეკემბერი 2022), თბილისის მერიის (18 დეკემბერი 2022), კახეთის (14-15 აპრილი 2022), იმერეთის (23 სექტემბერი 2022), აჭარისა და გურიის (25 ოქტომბერი 2022) ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II ფარგლებში. 

15-16 ნოემბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page