Back მმართველი კომიტეტის სხდომა

მმართველი კომიტეტის სხდომა

2022 წლის 12 დეკემბერს   მმართველი კომიტეტის სხდომის წევრებმა ევროპის საბჭოს ორი პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის  სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ - მიმდინარეობა შეაფასეს. შეხვედრაში მონაწილე პროექტების პარტნიორებმა ჩატარებულ აქტივობათა შესახებ ისაუბრეს და მიღწეული შედეგები გამოკვეთეს.

„პროექტი დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესაბამისად შეუფერხებლად სრულდებოდა. ბენეფიციარებსა და პარტნიორ დონორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა მყარი შედეგების მიღწევა და რესურსების სათანადო განაწილება. ევროპის საბჭოს ექსპერტიზასა და მისი საქმიანობის უპირატესობას სათანადოდ აფასებდნენ ჩვენი პარტნიორები და, შედეგად, ეს ყველაფერი აისახა ბენეფიციართა საკანონმდებლო თუ მარეგულირებელ მუშაობაში“, - აღნიშნა შეხვედრაზე ლილიტ დანეღიან-ბოსლერმა, რომელიც პროექტების მიმდინარეობას კურირებს და გახლავთ თანამშრომლობის პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტში.

პარტნიორებმა ასევე ისაუბრეს მომავალ მიზნებსა და ამოცანებზე, რომელთა უმეტესობა პროექტით ჩატარებულ ღონისძიებათა შედეგებზე დაფუძნებით მიიღწევა. ამდენად, მათზე ერთობლივი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარტნიორი უწყებებისათვის გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად.

პროექტთა პარტნიორები წლის ბოლომდე სამომავლო გეგმებს წარმოადგენენ, რომელთა გათვალისწინებითაც დაიგეგმება ევროპის საბჭოს მომავალი პროექტები.    

პროექტები თანადაფინანსებულია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ევროპის საბჭო, პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის პროგრამის (PGG II) ფარგლებში.  

12 დეკემბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page