Back სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების სამუშაო შეხვედრა

სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების სამუშაო შეხვედრა

2023 წლის 24 აპრილს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდა აღსრულების პროცესში ჩართული ყველა აქტორი, მათ შორის, იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს უზენაესი სასამართლო, გენერალური პროკურატურა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პარლამენტი და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელი. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აღსრულების ეროვნული წესები და პროცედურები, ასევე არსებული გამოწვევები.

სესიები მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის როლი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საზედამხედველო მანდატი;
  • ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე საქმის ხელახალი გამოძიების წესები და პროცედურები;
  • ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე სამართალწარმოების განახლების წესები და პროცედურები;
  • ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში. 

შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

24 აპრილი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page