Back ევროპის საბჭოს სამი პროექტის დასრულებას აღნიშნავს

ევროპის საბჭოს სამი პროექტის დასრულებას აღნიშნავს

2023 წლის 12 დეკემბერს ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული პროექტების „დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“, „გაძლიერებული ხელმისაწვდომობა იურიდიული დახმარების სერვისებზე მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ და „ადამიანის უფლებათა პრაქტიკისა და განათლების დანერგვის გაძლიერება საქართველოში“ დახურვის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. პროექტების პარტნიორებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში ინსტიტუტებისთვის გაწეული მხარდაჭერის შედეგებზე.

პროექტების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის ძირითადი მიღწევები და შედეგები. ისაუბრეს მედიაციის მნიშვნელობაზე, იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაღრმავების და აღდგენითი მართლმსაჯულების განხორციელების საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფაზე. შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს პროექტების მიღწევები უნივერსიტეტებში  და ეროვნულ სასწავლო ცენტრებში ადამიანის უფლებებზე განათლების გაღრმავების კუთხით. აღინიშნა აღსრულების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების გაუმჯობესებას.

ცერემონია გახსნეს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის სტანდარტების დანერგვის დეპარტამენტის უფროსმა ფრედერიკ დოლტმა. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ.

თბილისი, საქართველო 12 დეკემბერი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge