Back ვითარება საქართველოში: გენერალური მდივნის განცხადება

ვითარება საქართველოში: გენერალური მდივნის განცხადება

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა:

„მკაცრად ვგმობ საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლითაც დაძლია პრეზიდენტის ვეტო და ამჟამინდელი ფორმით, საბოლოოდ, დაამტკიცა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაჟღერებული კრიტიკისა ევროპულ სტანდარტებთან მისი შეუთავსებლობის თაობაზე.

„სამწუხაროდ, ამ ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა ამ კანონპროექტის გაწვევის ბოლო შესაძლებლობა და უარი თქვა მნიშვნელოვანი დიალოგზე, რითაც უგულებელყო ვენეციის კომისიის ცალსახა რეკომენდაციები, მიუხედავად იმისა რომ ეს დასაბუთებული სამართლებრივი მოსაზრებები ჩვენ დემოკრატიულ სტანდარტებს გამოხატავენ.

„აქედან გამომდინარე, ღრმად ვარ შეშფოთებული იმ უარყოფითი ზეგავლენით რაც კანონს ექნება ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიული კონტროლის მექანიზმებზე, რამაც თავის მხრივ შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

„არანაკლებ შემაშფოთებელია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გავრცელებული დაშინების, ძალის არაპროპორციული გამოყენებისა და სტიგმატიზაციის ნარატივების შემთხვევების აშკარა დაუსჯელობა. ეს შემთხვევები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული და პასუხისგებაში უნდა მიეცნენ უფლებების დაღვევაზე პასუხისმგებელი პირები, რათა თავიდან იქნეს აცილებული დემოკრატიული საზოგადოებისათვის შეუფერებელი პრაქტიკა.

„ევროპის საბჭო კვლავაც სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.“

სტრასბურგი, საფრანგეთი 28 მაისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge