Back ჟურნალისტური ტრენინგები საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის

ჟურნალისტური ტრენინგები საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის

ევროპის საბჭომ, 2017 წლის პირველ მარტს, აზერბაიჯანულ გაზეთ გურჯისტანთან, სომხურ გაზეთ ვრასტანთან და გერმანულ გაზეთ კავკასისჩე პოსტთან ერთად, ჟურნალისტური ტრენინგების ციკლის განხორციელება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ტრენინგები განკუთვნილია იმ 200-ზე მეტი მოსწავლისათვის, რომლებიც თბილისისა თუ რეგიონების საშუალო სკოლებში ეუფლებიან გერმანულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებს და ამასთან, დაინტერესებულნი არიან ჟურნალისტიკის სფეროთი. ტრენინგის მიზანს მოსწავლეთა პროფესიული ცნობიერების ამაღლება და მათი ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩართვა წარმოადგენს. ტრენინგები აღნიშნულ საგაზეთო რედაქციებში 2017 წლის 4, 6, 15 და 25 მარტს, ასევე, 1, 2, 8 და 9 აპრილს ჩატარდება. ყველა მონაწილეს კი, პროექტის ფარგლებში დაბეჭდილი სასაჩუქრე ჩანთები და ბროშურები გადაეცემათ.

ტრენინგები ხორციელდება ევროპის კავშირისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში და რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის“  ფარგლებში. 

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge