III. მზადება საჯარო განხილვისათვის
მოცემულ პარაგრაფში გამოყოფილია ოთხი საკვანძო მოსაზრება დისკუსიისთვის მზადებაში მყოფ დაინტერესებულ პირთა დასახმარებლად, რათა მათ შეძლონ არსებულ ვითარებაში ყველაზე შესაფერისი მოქმედებისა და მიდგომის შერჩევაზე მსჯელობა. ხშირად ამართლებს რამდენიმე მეთოდის ერთად გამოყენება და ერთზე მეტი ღონისძიების ჩატარება. ყველაზე შესაფერის მიდგომაში სავსებით არ იგულისხმება მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მიზნების მსახურება; სხვადასხვა მონაწილეებს განსხვავებული მიზეზები ექნებათ დისკუსიაში ჩასაბმელად და შესაძლოა განსხვავებული შედეგების მიღებას იმედოვნებენ.