Back პროექტის მმართველი კომიტეტის შემაჯამებელი შეხვედრა

პროექტის მმართველი კომიტეტის შემაჯამებელი შეხვედრა

გაიმართა ორწლიანი პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“ მმართველი კომიტეტის შემაჯამებელ შეხვედრა.

შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი ღონისძიება პროექტის ძირითადი მიღწევების და ზეგავლენის შესაფასებლად. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის კუთხით და იმ განსაკუთრებულ მიდგომებზე, რომელიც საჭიროა არასრულწლოვნებთან მუშაობის დროს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ პროექტის ღირებულებები შეესაბამება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ პრიორიტეტებს. ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის უფროსის მოადგილემ - ვაჰაგ მურადიანმა დაადასტურა, რომ ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას არასათანადო მოპყრობის პრევენციის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრევენციაზე მიმართულ ღონისძიებებზე და აღნიშნეს, რომ მიესალმებიან  მომავალში მსგავსი პროექტების განხორცილებას.

დისკუსიების ფარგლებში განიხილეს  სამომავლო გეგმები და ის რეკომენდაციები, რომელიც ხელს შუწყობს  სამართალდამცავი ორგანოების როლის  გაძლიერებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. სოფია ჯიაძემ, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ, ისაუბრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებისა და მხარდაჭერის საჭიროებაზე,  ევროპის სტანდარტების და გამოცდილების შესაბამისად. გიორგი ბურჯანაძემ, სახალხო დამცველის მოადგილემ აღნიშნა, რომ  საჭიროა მონიტორინგის ისეთი ინსტრუმენტის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს საგამოძიებო პროცესის ეფექტურობას, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტურ მონიტორინგს დროებითი მოთავსების იზოლატორების ჩათვლით.  

ოსკარ ალარკონ-ხიმენესმა, ევროპის საბჭოს პროგრმის მენეჯერმა განაცხადა, რომ 2021 წლის ივლისიდან ევროპის საბჭო იწყებს ახალ 2 წლიან პროექტს, რომელიც  იქნება დაფუძნებული არსებულ მიღწევებზე და ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას დაკისრებული ვალდებულებების ეფექტიან შესრულებას და ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვას.  

 ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

თბილისი, საქართველო 28 ივნისი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page