Back Call for Tender - Local Consultancy Services in the field of Combating Violence Against Children

Call for Tender - Local Consultancy Services in the field of Combating Violence Against Children

პროექტის „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში, ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურების მიღებაზე. ტენდერის მიზანია შეიქმნას ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზა, რომლითაც პროექტი ისარგებლებს კონკრეტულ საჭიროებისას მოახდინოს საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის წინააღმდეგ, მათ შორის ონლაინ ძალადობის, რეაგირების ხარისხის გაუმჯობესება და აღმოფხვრა.

 - LOT 1: ექსპერტ-მკვლევარის მომსახურება, სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩო კანონმდებლობის კუთხით

- LOT 2: შესაძლებლობების განვითარება და ტრენინგ მომსახურება

- LOT 3: ცნობიერების ასამაღლებელი მასალებისა და სერვისების შემუშავება

ტენდერში მონაწილეობის პირობები და სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ სატენდერო ინფორმაციის ფაილსა და ხელშეკრულების ფორმაში:

გთხოვთ გაეცნოთ დანართი I - ბავშვთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტს, და სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად გადმოაგზავნოთ დანართი II-ის შევსებული და ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენს დანართი I-ის თანხმობის ფორმას:

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 ივლისი, 18:00 (საქართველოს დროით). ყველა განაცხადი და დამხმარე საბუთი უნდა გაიგზავნოს ინგლისურ ენაზე, (თუ სამუშაო გამოცდილების ნიმუშები წარმოდგენილია ქართულ ენაზე, მათ თან უნდა ახლდეს მოკლე რეზიუმე ინგლისურ ენაზე) მისამართზე [email protected] .

გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღებით გაეცნოთ ტენდერის წესებს. არასრული აპლიკაცია ავტომატურად გამოირიცხება.

მიმდინარე ტენდერის შესახებ კითხვების გაგზავნა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე განაცხადის შემოტანის ბოლო ვადამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე, შემდეგ მისამართზე [email protected]

თბილისი, საქართველო 10 ივლისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge