Back აღდგენითი მართლმსაჯულების თაობაზე შემუშავებული კანონპროექტის განხილვა

აღდგენითი მართლმსაჯულების თაობაზე შემუშავებული კანონპროექტის განხილვა

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ საკანონმდებლო კანონპროექტის განხილვის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო შესაბამისი ორგანოების დახმარება ქვეყანაში აღდგენითი მართლმსაჯულების რეგულირებისა და მისი ფარგლების გაფართოვების მიზნით.

კანონპროექტი აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ მიზნად ისახავს საკანონმდებლო ბაზის შექმნას აღდგენითი მართლმსაჯულების იმპლემენტაციისთვის. მისი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს სისხლის სამართლის მედიაციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების გამოყენებას სისხლის სამართლის სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, ევროპის საბჭოს კონსულტანტების მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებულ საჭიროებათა შეფასების ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში მედიატორები, პროკურორები, მოსამართლეები, ადვოკატები, სოციალური მუშაკები და სასჯელაღსრულების სამსახურის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გამოთქვეს მოსაზრებები კანონპროექტთან დაკავშირებით. ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტმა აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებში შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ევროპული სტანდარტები სისხლის სამართლის საკითხებში აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციასა და აღდგენითი მართლმსაჯულების  როლის შესახებ ვენეციის დეკლარაციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მიერ.

ლოპოტა, საქართველო 1-2 დეკემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge