Back საქართველოში გაიმართა საარჩევნო ადმინისტრაციათა საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოში გაიმართა საარჩევნო ადმინისტრაციათა საერთაშორისო კონფერენცია

2023 წლის 25-26 ოქტომბერს საქართველომ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას საარჩევნო ადმინისტრაციებისათვის თემაზე - „ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები არჩევნებში და მათთან დაკავშირებული დეზინფორმაცია“. კონფერენცია გაიმართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერითა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით.

არჩევნებში ციფრული ტექნოლოგიებისა და ელექტრონული საშუალებების გამოყენება, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიები  და მათი გავლება არჩევნების შედეგებზე, ამომრჩეველთა ჩართულობის გაზრდა ამომრჩეველთა განათლებისა და ცნობიერების ამაღლების გზით - ეს და სხვა საკითხები გახლდათ სამუშაო სესიებისა და პანელური დისკუსიების საგანი. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა 25 ქვეყნიდან.

საერთაშორისო კონფერენციამ ხელი შეუწყო საარჩევნო თანამშრომლობის სფეროში   საერთაშორისო განზომილების გაძლიერებასა და მსოფლიო მასშტაბით საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა შორის პროფესიული კავშირების დამყარებას.  

კონფერენცია აღმოჩნდა ეფექტიანი პლატფორმა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისა და სხვა ქვეყნების უმაღლესი რანგის საარჩევნო მოხელეთა შორის გამოცდილების გაზიარებისათვის, რაც ხელს შეუწყობს ციფრულ ეპოქაში არჩევნებთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების გადაჭრას.   

საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის  „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.

ბათუმი, საქართველო 25-26 ოქტომბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge