Back საქართველოში არსებული სიტუაცია: ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადება

საქართველოში არსებული სიტუაცია: ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადება

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა: „ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების გამო, მიუხედავად საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა გაეწვიათ ეს კანონპროექტი. ამ კანონპროექტის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობასთან არსებული კითხვის ნიშნების გათვალისწინებით, მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსაზრებას და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

„სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემო აუცილებელია ძლიერი და სრულად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის. გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და მათი თავისუფლად ფუნქციონირების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი.

„მე ასევე ვგმობ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს თავიანთი ღრმა მიჯაჭვულობა დემოკრატიისადმი, უნდა შეეძლოთ მშვიდობიანად გამოიყენონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.

„იმედი მაქვს, საქართველო და ევროპის საბჭო გააგრძელებენ კონსტრუქციულ დიალოგს, როგორც ბოლო წლებში ახასიათებდა ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში“.

სტრასბურგი, საფრანგეთი 2 მაისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge