ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით, სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელბისა და სახელმწოფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკებისათვის, კახეთში სასტუმრო წინანდლის ტერიტორიაზე, თემაზე „სექსუალური ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვების გამოკითხვის სპეციფიკა.“
პროექტის ფარგლებში, მულტი დისციპლინური ტრენინგი ჩატარდა სამ ეტაპად რომელმაც მოიცვა და დაფარა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელი- სოციალური მუშაკების, საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს, პროკურატურის და მოსამართლეების საჭიროებები საქართველოს განსხვავებული რეგიონებიდან. ჯამურად ტრენინგებს დაესწრო 80 ადამიანი.
ტრენინგის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა ტრავმა-ინფორმირებული გამოკითხვა ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემთხვევებში, და ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოკითხვის დაგეგმვის და მომზადების ფსიქოლოგიური ასპექტები, რომელიც მათ პრაქტიკაში, გამოკითხვის დროს, დაეხმარებათ ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაში, სტრესული ფაქტორების არიდებასა და მართებული კომუნიკაციის დამყარებაში. აღნიშნული კი, ხელს შეუწყობს ბავშვისგან სრული და სარწმუნო ინფორმაციის მიღებას, მისი ხელახალი ტრავმირების გარეშე.
თეორიული ნაწილით, პრაქტიკული, სიმულაციური სავარჯიშოებით დატვირთული ინტერაქტიული ლექცია ეყრდნობა ამავე პროექტის ფარგლებში შემუშავებულ სახელმძღვანელოს - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვების გამოკითხვის თავისებურებები.
ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის, ციფრულ გარემოში“ ფარგლებში.