Back საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია „საარჩევნო განვითარების სკოლის“ მეხუთე ციკლი დაიწყო

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია „საარჩევნო განვითარების სკოლის“ მეხუთე ციკლი დაიწყო

15 ივლისს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გახსნა პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“, რომელსაც ის ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს გაზარდოს სამოქალაქო ჩართულობა და არჩევნებზე აქტივობა ახალგაზრდებს შორის; სასწავლო კურსს 18-24 წლის ახალგაზრდები გაივლიან.

ათდღიანი (15-26 ივლისი) სასწავლო კურსი მოიცავს თემებს: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, საქართველოს დამფუძნებელი კრების 1919 წლის არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, საქართველოს არჩევითი ორგანოები, საარჩევნო სუბიექტები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.

2015-2018 წლებში პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სწავლება წელს ერთდროულად ტარდება თბილისსა და 25 მუნიციპალიტეტში.

პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკის რეფორმა საქართველოში“ და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის ერთობლივი მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page