ღირებულებები
ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა
ევროპის საბჭო იცავს გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, თანასწორობას და იცავს უმცირესობებს. მან დაიწყო არაერთი კამპანია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბავშვთა დაცვა, ონლაინ სიძულვილის ენა და ევროპის უდიდესი უმცირესობის – ბოშათა – უფლებები. ევროპის საბჭო ეხმარება წევრ სახელმწიფოებს კორუფციასა და ტერორიზმთან ბრძოლაში და ატარებს სასამართლოს რეფორმებს. ევროპის საბჭოს კონსტიტუციის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ცნობილია ვენეციის კომისიის სახელწოდებით, სამართლებრივ რჩევებს სთავაზობს ქვეყნებს მთელს მსოფლიოში.
ევროპის საბჭო იცავს ადამიანის უფლებებს საერთაშორისო კონვენციების მეშვეობით, როგორიცაა კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ და კონვენცია კიბერდანაშაულზე. იგი აკვირდება სახელმწიფოთა პროგრესს ამ სფეროებში და გასცემს რეკომენდაციებს მონიტორინგის ორგანოების დამოუკიდებელ ექსპერტთა მეშვეობით. დღესდღეობით ევროპის საბჭოს არც ერთ წევრ სახლემწიფოში არ მიმართავენ სიკვდილით დასჯას
მონიტორინგის ორგანოები
- სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO)
- წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი (CPT)
- ადამიანებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი (GRETA)
- მხარეთა კომიტეტი - ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან დაცვის ევროპის საბჭოს კონვენცია (ლანცაროტის კომიტეტი)
- ევროპული კომისია მართლმსაჯულების ეფექტიანობისათვის (CEPEJ)
- ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიებათა და ტერორიზმის დაფინანსების შეფასების ექსპერტთა კომიტეტი (MONEYVAL)
- ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI)
- სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი (ECSR)
- საკონსულტაციო კომიტეტი ჩარჩო კონვენციაზე ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ
- რეგიონულ ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის ექსპერტთა კომიტეტი
Did you know?
The 10 000 pharmaceutical products manufactured and sold in Europe are subject to strict controls thanks to the work of the European Directorate for the Quality of Medicines & HealthCare.
ევროპის საბჭო 27 სახელმწიფოსგან შემდგარი ევროპის კავშირისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. თუმცა, არც ერთი ქვეყანა არ მიერთებია ევროკავშირს ისე, რომ მანამდე ევროპის საბჭოს წევრი არ ყოფილიყო.
რამდენი წევრი სახელმწიფოა ევროპის საბჭოში?