წინაპირობა, ინიციატორი და მონაწილეები
კონსტიტუციის კვირეულის ინიციატორი, ასოციაცია Pro Memoriam Zbigniew Hołda, დაარსებული იქნა სამართლის სპეციალისტების ჯგუფის მიერ, რომელთა მიზანს წარმოადგენდა პროფესორ ჰოლდას სამეცნიერო და სოციალური აქტივობისთვის პატივის მიგება, გარდა ამისა იურიდიული განათლების უზრუნველყოფა, ღია და შემოქმედებითი ფორმით.
მიზანი
ასოციაციის მიზანია სხვადასხვა სამართლის სპეციალისტებს შორის, კონსენსუსისა და თანამშრომლობისათვის ნიადაგის შექმნა. აღნიშნული საჯარო დისკუსიის მიზანს წარმოადგენს ადამიანების ინფორმირება და მათთვის განათლების მიცემა და მათი მოწოდება საზოგადოებაში პროაქტიურობისაკენ. აღნიშნულის წყალობით, საზოგადოება აღიჭურვება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, ამავდროულად გაიზრდება მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში შეტანილი წვლილი.
კონსტიტუციის კვირეული წარმოადგენს საერთო ნაციონალურ პროექტს, რომელის ორგანიზებასაც საზოგადოება 2015 წლიდან ახდენს.
თავდაპირველად, პროექტი მხოლოდ სტუდენტებისთვის და არასრული საშუალო სკოლებისთვის და საშუალო სკოლებისთვის იყო გამიზნული, მაგრამ მე-4 გამოშვების შემდეგ სხვა ინსტიტუციები, როგორებიც არიან მუნიციპალური ოფისები, კულტურის სახლები, ისევე როგორც კაფეები, კინოთეატრები, სადგურები და რელიგიური საზოგადოებები მოწვეული არიან მონაწილეობის მისაღებად.
დღესდღეობით, 2,300- მა ადვოკატმა ჩაატარა საკონსტიტუციო სამართალის გაკვეთილი, 1,700 სკოლაში. შეფასების თანახმად, დაახლოებით 170,000 სტუდენტი დაესწრო გაკვეთილებს.
საკითხი
კონსტიტუციის გავლენა პრაქტიკულ შემთხვეებზე წარმოადგენს ადვოკატების, მოსამართლეების, პროკურორების, მეცნიერების და ადვოკატი სტაჟიორების მიერ ჩატარებული ინტერაქტიული გაკვეთილების საგანს.
უფრო ფართო პერსპექტივაში, ინიციატივა შესაძლოა ჩანდეს, როგორც საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალება და ის ფაქტი, რომ კონსტიტუცია არ არის ზოგადი კანონების ნაკრები, რომელიც მხოლოდ ვიწრო და დახურულ ჯგუფს ეხება, ვინც იყენებენ კანონს, თუმცა კანონისა და კონსტიტუციის მორჩილება, საერთო ინტერესის საგნად რჩება.
მეთოდი
ინფორმაცია კონსტიტუციის კვირეულის შესახებ და ონლაინ რეგისტრაციის ფორმა გამოქვეეყნებულია ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე და ვრცელდება სოციალური ქსელის გამოყენებით, ძირითადად ფეისბუქით. სკოლებსა და სხვა დაწესებულებებს დარეგისტრირება შეუძლიათ ონლაინ ანკეტის მეშვეობით. მათ შორის ადგილმდებარეობის მითითებით, სტუდენტების რაოდენობის მითითებით, რომლებიც კონსტიტუციის გაკვეთილს დაესწრებიან და სურვილებით გაკვეთილზე დასწრების დროსთან დაკავშირებით. ადვოკატებსაც ანალოგიურად შეუძლიათ დარეგისტრირება და მათ მოეთხოვებათ რჩევის მიცემა თუ სად, როდის და რამდენი გაკვეთილის ჩატარება შეუძლიათ. შემდეგ ასოციაცია დაწესებულებას აკავშირებს ადვოკატთან, რათა მათ შეძლონ მსჯელობა გაკვეთილის ორგანიზებაზე.
ადვოკატებს, რომლებიც დათანხმდნენ პროექტში მონაწილეობას გადაეცემათ საქმის მასალები, რომლებიც არა მხოლოდ ასოციაციის წევრების მიერ არის მომზადებული, არამედ ახალგაზრდა ჟურნალისტების ასოციაციის წევრების მიერაც, ეს არის ორგანიზაცია, რომელის მიზანსაც წარმოადგენს ახალგაზრდების აქტივობებში ჩართვა და ადამიანის უფლებების დაცვა, საქმის მასალები აგრეთვე მომზადებულია ვარშავის უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის სამეცნიერო ასოციაციის სტუდენტების მიერ. ლექტორებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, რომ ისაუბრონ მარტივი, სტუდენტების ასაკზე მორგებული ენით. გაკვეთილის ბოლოს სტუდენტებს სთხოვენ, რომ ლექტორებს მიაწოდონ უკუკავშირი.
პროექტზე დამოუკიდებელი დაკვირვება ტარდება, გამოჩენილი იურისტების მიერ. ყველა ადვოკატი, რომელიც თანხმდება პროექტში მონაწილეობას, გაკვეთილებს ატარებს უანგაროდ და მათ არ უნაზღაურდებათ მგზავრობის ხარჯები. კონსტიტუციური კვირეულის განმავლობაში, დიდი რაოდენობით სამართლის სპეციალისტები არიან ჩართული გაკვეთილების ჩატარებაში, ოლქის ადვოკატთა კოლეგიის მდივნების, ადამიანის უფლებათა დამცველისა და სხვა გამოჩენილი ადვოკატებისა და მეცნიერების ჩათვლით.
მნიშვნელოვანი თავისებურებები და მუშაობა შეცდომების გამოსასწორებლად
საკონსტიტუციო კვირეული ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ საჯარო დისკუსია, რომლის მიზანსაც ადამიანების ინფორმირება და მათთვის განათლების მიცემა, აგრეთვე მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართვისკენ მოწოდება წარმოადგენს, შესაძლოა მიღწეულ იქნეს შედარებით მოკრძალებული ფინანსური რესურსებით.
პროექტი ახდენს სოციალური ქსელის ძალის დემონსტრირებას, რამაც მართებულად გამოყენებისა და სამიზნე ჯგუფის სწორად შერჩევის შემთხვევაში, შესაძლოა მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყროს. ასოციაცია კონსტიტუციური კვირეულის წარმატებას, იმ ფაქტს უნდა უმადლოდეს, რომ მათ მეტად პოზიტიური ატმოსფერო შექმნეს პროექტის ირგვლივ, სხვა საშუალებებთან ერთად, სოციალური ქსელის გამოყენებით.
პროექტი, როგორც ნებისმიერი სხვა, სრულყოფილი როდია. მიუხედავად იმისა, რომ იგი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან მოშორებით გაიხსნა, ძირითად მონაწილეებად მაინც სკოლები რჩებიან. უფრო მეტიც, ადვოკატებს, რომლებიც ატარებენ გაკვეთილებს და სკოლებს არ მოეთხოვებათ უკუკავშირის გაგზავნა ასოციაციისათვის, რომელიც აფასებს პროექტს.
გავლენა
მიუხედავად საზოგადოებაში პოლიტიკური მოსაზრებების განსხვავებისა, საკონსტიტუციო კვირეული ადასტურებს, რომ კომუნიკაცია ფუნდამენტური ღირებულებების შესახებ, რომლებიც ვრცელდება დემოკრატიულ საზოგადოებაში შესაძლებელია, განსაკუთრებით როდესაც ჩვენ ამ ღირებულებებს განვიხილავთ კონკრეტული, თვალსაჩინო შემთხვევების მაგალითზე, რომელებთანაც ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ კავშირი.
გამოწვევები
ერთ-ერთი გამოწვევა, რომელის პირისპირაც პროექტის მონაწილეები აღმოჩნდნენ, არის პოლიტიკური მონათხრობის, სამართლებრივი პრობლემებისგან გამიჯვნა, იმისათვის, რათა უარყოფილ იქნეს განცხადებები, მოვლენის პოლიტიკური ბუნების შესახებ.
ვებგვერდი: http://stowarzyszenieholda.pl/