რა არის მიზანი?
საჯაროდ დისკუსიის ინიცირების მიზეზების გაცხადებას მოჰყვება მორიგი კითხვები საჯარო დისკუსიის ცალკეულ აქტივობებთან დაკავშირებული კონკრეტული მიზნების შესახებ, კერძოდ: რა შედეგებისა და სარგებელის მიღებას ელიან და ვისთვის? აქაც, შესაძლოა არსებობდეს ერთზე მეტი მიზანი და განსხვავებული სარგებელი,აქტივობაში ჩართული სხვადასხვა მხარისათვის.
საზოგადოების ინფორმირება
საზოგადოების პროცესში ჩართვის მიზანს შესაძლოა ადამიანების ინფორმირება წარმოადგენდეს, ბიომედიცინის თანამედროვე მიღწევების შესახებ, დისკუსიის სტიმულირების ან შემდგომი კონსულტაციებისა და პროცესში მონაწილეობისათვის საფუძვლის ჩაყრა და დიალოგის „საჯარო დისკუსია“ წარმოადგენს ერთობლივი თანამშრომლობის ფორმას: პროფესიონალებს, კანონმდებლებსა და არასპეციალისტებს შორის, რომელშიც, მონაწილეები ესწრებიან და პასუხობენ ერთმანეთს, რაც არის მიმართული ძალაუფლებასა და ცოდნას შორის შეუსაბამობის ნეიტრალიზებისაკენ. წამოწყება, რაც თავის მხრივ კანონმდებლების ინფორმირებას უზრუნველყოფს. ყოველივე ამას კი შესაძლოა მთლიანობაში შედეგად მოჰყვეს, საზოგადოების პროცესში ჩართვის ხელშეწყობა.
საჯარო დისკუსია არსებულ დოკუმენტში და ოვიედოს კონვენციის 28-ე მუხლში, საჯარო დისკუსიის უმთავრესი კონცეფცია გამოიყენება საჯარო სივრცეში (უფრო სწორად, არა პროფესიულ კონტექსტში) დისკურსიული ურთიერთქმედებისას, რომლის მეშვეობითაც ინდივიდებს და ჯგუფებს შეუძლიათ თავიანთი განსხვავებული ინტერესებისა და საქმეების გამოვლენა, შესწავლა და გადაწყვეტა, რომლებიც ეხება ან (პოტენციურად ეხება) ყოველ მათგანს (იხ. აგრეთვე „დისკუსია“) მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებას არ უნდა ემსახურებოდეს ბიომედიცინის საკითხებზე, არამედ ბიომედიცინის მიღწევებსა და საზოგადოების მიერ მის აღქმასა და ფასეულობებს შორის კავშირის შესწავლასაც. დისკუსიის ამგვარი მიმართულებით წარმართვა უზრუნველყოფს დისბალანსის გამოსწორებას ცოდნასა და ძალაუფლებას შორის, რაც მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა საზოგადოებას ექსპერტებთან და თანამდებობის პირებთან აქვს ურთიერთობა.
უმეტეს სახელმწიფოებში, მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფორმაციის გავრცელებასა და ცოდნის კონსოლიდაციაში. ეს შეეხება ბიოსამედიცინო კვლევებში მიღწევების, მკურნალობის მეთოდების, ბიოსამედიცინო ტექნოლოგიებისა და მათი გამოყენების შესახებ მოხსენების გაკეთებას, რომელითაც ამ ცოდნას ცხადად წარმოაჩენს არსებულ მოვლენებთან და საკითხებთან დაკავშირებით, და ამასთანავე კურირებს ახალი ინფორმაციისა და კვალიფიკაციის შეძენას.
თავისუფალი პრესა მნიშვნელოვან როლო ასრულებს საზოგადოებაში (როგორც „მეოთხე ხელისუფლება“), როგორც ინფორმაციის მანიპულაციის გამჟღავნების, არსებული დოგმებისთვის გამოწვევისა და ახალი ცოდნის შეფასების საშუალება. საზოგადოებრივი მედიის გავლენა, დიდი რაოდენობის ადამიანებზე გავრცელების მიუხედავად ხშირად შეიმჩნევა, მცდელობაში, რომ მოვლენა მხოლოდ ერთი „კუთხიდან“ გააშუქოს და ემოციური რეაქციის მობილიზება მოახდინოს. მათ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროთ თანამედროვე მიღწევების რეკლამირებასა და ტექნიკურად მათი საეჭვო ხარისხის დაფარვაში. მიუხედავად ყველაფრისა არ ივარგებს მათი, როგორც საზოგადოების, პროცესში ჩართვისათვის არსებითი და მნიშვნელოვანი საინფორმაციო არხის როლის სათანადოდ არ დაფასება.
სოციალურ ქსელს შესწევს ძალა, მხარი დაუჭიროს და გააფართოოს საზოგადოებრივი მედიის ფუნქცია, იქამდე, რომ ისინი ქმნიან საკუთარ „საინფორმაციო ბუშტებს“ ან „ექო-კამერებს“, მათ ასევე მარტივად შეუძლიათ მიკერძოებული აზრებისა და ცრუ ინფორმაციის გამყარება დეზინფორმაციის გავრცელებაც კი. კიდევ ერთ ხელისშემშლელი ფაქტორი იმაში მდგომარეობს, რომ ერთსა და იმავე ინფორმაციაზე წვდომა ყველას როდი აქვს, არამედ დისკუსიის ჯგუფები სოციალურ ქსელში როგორც წესი, მხოლოდ მისი წევრებისათვის არსებობს.
ბიოსამედიცინო კვლევას, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი დაეკისროს საზოგადოებასთან კომუნიკაციაში, ბიომედიცინაში განვითარების შესახებ. ინფორმაციის გაცვლა მკვლევარებსა და საზოგადოებას შორის ხელს შეუწყობს ნდობის გაჩენას მეცნიერებისადმი და დაეხმარება მეცნიერებს, რომ თავიანთი კვლევა განაგრძონ საზოგადოების ინტერესებისა და ფასეულობების გათვალისწინებით. თუმცაღა, ექსპერტები ხშირად სპეციალურ მომზადებას საჭიროებენ, რათა თავიანთი შრომა არა სპეციალისტებს გააცნონ. საზოგადოებასთან კომუნიკაცია (მაგ. საინფორმაციო საშუალებასთან (პრესასთან) საუბარი), შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც მკვლევარების საქმიანობის ნაწილი, განსაკუთრებით თუ მათი საქმიანობა საზოგადოების მიერ ფინანსდება და აუცილებლობას წარმოადგენს სუბსიდიის მიღებისათვის. კვლევის შესახებ ადრეული და უწყვეტი ინფორმაცია შესაძლოა სხვა საშუალებებთან ერთად, მიღებულ იქნეს სემინარების დაფინანსებისა და მხარდაჭერის მეშვეობით, აგრეთვე ვებგვერდების განვითარებითა და სკოლებისათვის საგანმანათლებლო მასალის მომზადებით.
გასათვალისწინებელია საზოგადოების მიერ ინფორმაციის მიღების საჭიროება და სხვადასხვა სუბიექტების როლი მის მიწოდებაში. კერძოდ, ყურადღება უნდა დაეთმოს სოციალური ქსელის მზარდ როლს ბიოსამედიცინო მიღწევების შესახებ ადამიანების ინფორმირებასა და ამ მიღწევების აღქმაში.
მედიისა და მკვლევარების პროცესში ჩართვამ შესაძლოა ხელი შეუწყოს, ნდობის ატმოსფეროს შექმნას მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში.
გასათვალისწინებელია, ის თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ მკვლევარებმა და კანონმდებლებმა მედიასთან ისე, რომ ხელი შეუწყონ ფაქტობრივი ინფორმაციის მიუკერძოებელ მიწოდებას, მტკიცებულებების ფხიზელ კრიტიკასა და სხვადასხვა წყაროდან მომდინარე აზრს.
იხილეთ ბელორუსის, საფრანგეთის, კვიპროსისა და გერმანიის მაგალითებიშეშფოთების გამომწვევი საკითხების გამოვლენა
საზოგადოების პროცესში ჩართვის ერთ მნიშვნელოვან ასპექტს შეშფოთების გამომწვევი საკითხების გამოვლენა წარმოადგენს. რომელიც ექსპერტებისა და კანონმდებლების მოლოდინით შეიძლება გამოვლინდეს და სურვილი აქვთ, რომ უფრო დეტალურად შეისწავლონ ან მოულოდნელი საკითხები, რომლებზე ფიქრსაც ადამინები ბიოსამედიცინო მიღწევების ფონზე იწყებენ.
წინასწარი მსჯელობა ამგვარი მიღწევების შესახებ უზრუნველყოფს, შეშფოთების გამომწვევი საკითხების პროგნოზირებას მანამდე, სანამ მათი მოგვარება არ გართულდება. ამგვარი მსჯელობის შედეგად შესაძლებელი ხდება შემაშფოთებელი საკითხების დროული და ხარჯეფექტური ფორმით მოგვარება, მაგალითად ისეთი ტექნოლოგიის შემუშავებით და იმ საშუალებების მეშვეობით, რომლითაც მოხდა მათი პრაქტიკაში დანერგვა.
საყურადღებო საკითხების ადრეულ სტადიაზე განხილვა-გააზრება მკვლევარებსა და კანონმდებლებს თავდაჯერებულობას შემატებს, რათა შეძლონ ახალი ტექნოლოგიების მიზნების უფრო ფართოდ აღქმა.
პრობლემური საკითხების გამოვლენა, გაზრდის თანამედროვე ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვის შანსს.
იხილეთ ფინეთის მაგალითისაზოგადოების აზრის დამადასტურებელი სამხილის მოძიება
საჯარო დისკუსიის მნიშვნელოვან მიზნებს წარმოადგენს საზოგადოებრივი აზრის დიაპაზონისა და შინაარსის დამადასტურებელი სამხილის მოძიება, გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა რა რამდენად შეესაბამება საზოგადოებრივი აზრის დამადასტურებელი სამხილი ინფორმირებულ დასკვნებს და რა სახის რწმენა და ღირებულებები უდევს საფუძვლად მის გამოხატვას. არანაკლებ მნიშვნელოვანი შესაძლოა იყოს იმის გაგება, თუ რა ბადებს ამ აზრს (მაგ. ტექნიკური ცოდნა თუ რელიგიური რწმენა), რამდენად მყარია ისინი და რა გზითა და რა მიზეზით არის შესაძლებელი მათი შეცვლა დროთა განმავლობაში.
უმჯობესი იქნება თუ ყურადღება დაეთმობა იმას, თუ რა სახის სამხილი იქნება საზოგადოების აზის გასაგებად მნიშვნელოვანი, (მაგ. რაოდენობრივი თუ ხარისხობრივი) და რა ფორმით იქნება გამართლებული ამგვარი სამხილის გამოყენება. მაგალითისათვის, სადამკვირვებლო კვლევა, როგორიც არის სოციალური ქსელის ანალიზი, ერთი მხრივ ხარჯეფექტური, მაგრამ ამავდროულად შეზღუდულია ინფორმაციული თვალსაზრისით, ამ ინფორმაციაზე კონტროლის მექანიზმის არ ქონისა და სოციალური დინამიკის არსებობის გამო.
საზოგადოებასთან ურთიერთობა, საზოგადოებრივი აზრის დამადასტურებელი მტკიცებულების მოპოვების საშუალებას იძლევა იმისათვის, რომ დადასტურდეს ან უარყოფილ იქნეს კონკრეტული საკითხის შესახებ არსებული შეხედულებების სპექტრი, მათი შინაარსი და ბალანსი.
საზოგადოებასთან ურთიერთობის გარკვეული ფორმები უზრუნველყოფს იმ საფუძვლების გამოაშკარავებას, რასაც ეყრდნობა საზოგადოებრივი აზრი და იმ ფაქტებისა და შეხედულებების კვლევას, რომლებიც აღნიშნულ აზრს ასაზრდოებს.
მონაწილეობის გაფართოება
საჯარო დისკუსიის მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღებაში, მაგალითისათვის პოლიტიკის განვითარების პროცესის ფორმირებაში ან ახალი ტექნოლოგიების მართვის პროცესში, აქტივობებზე დაკვირვებისა და მათი მიმოხილვის მეშვეობით.
პროცესში საზოგადოების მონაწილეობას რიგი სარგებელი ახლავს, მათ შორის ლეგიტიმაცია წარმომადგენლობის საფუძველზე და სოციალურ ფასეულობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. თუმცაღა, მნიშვნელოვანია ურთიერთობის გარკვევა საზოგადოების იმ წევრებს, ვინც პროცესშია ჩართული და უფრო ფართო საზოგადოებას შორის, რომელთა ინტერესებსაც საფრთხე ემუქრება. (იხ. შემდეგი აბზაცი).
ყურადღება უნა გამახვილდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში (მაგ. გარკვეულ სფეროში პოლიტიკის ალტერნატიული ვარიანტების განხილვაში) საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფაზე და მართვის სისტემაში მათი მონაწილეობისათვის აუცილებელი უნარებისა და შესაძლებლობების შექმნაზე (მაგ. პაციენტების პანელის შექმნა).
იხილეთ საფრანგეთის მაგალითიბელორუსია – ექიმებისა და პაციენტების უფლებები და მოვალეობები თანამდეროვე ჯანდაცვის სისტემაში (სამართლებრივი და ეთიკური საკითხები) (2018)
საჯარო დისკუსია „ექიმებისა და პაციენტების უფლებები და პასუხისმგებლობა თანამედროვე ჯანდაცვის სისტემებში“ შესახებ (სამართლებრივი და ეთიკური საკითხები 2018-2019)“, ძირითადი მიზანს წარმოადგენდა პაციენტების ინფორმირება თავიანთი უფლებების შესახებ და ექიმებისათვის საკუთარი მოვალეობების შეხსენება, ახალი კანონმდებლობის ცოდნისა და ეთიკური პრაქტიკის ჩათვლით.
საფრანგეთი - საჯარო დისკუსია ბიოეთიკის კანონის შესახებ (2018)
ფრანგული “États Generaux” პროექტში მედია აღიარებული იყო, როგორც საკვანძო როლის შემსრულებელი და მასმედიის წარმომადგენლებისათვის ტრენინგი ორგანიზებული იყო საჯარო დისკუსიის ღონისძიებამდე, რათა ხელი შეეწყოთ შერჩეული თემებისა და მათი ეთიკური შედეგების დაბალანსებული გაშუქებისათვის.
საფრანგეთის ეროვნული კონსულტაციის (“États Généraux”) მიზანი იყო ბიოსამედიცინო თემებზე საჯარო დისკუსიაში საზოგადოების შეძლებისდაგვარად ფართოდ ჩართვა, რაც თავის მხრივ, საკანონმდებლო პროცესში შეიტანდა წვლილს. ფართოდ გაშუქებამ მედიაში, ვებგვერდმა, რომელშიც მონაწილეობდა საზოგადოება და საზოგადოებრივი დისკუსიისათვის ორგანიზებულმა რეგიონულმა ფორუმებმა კარგი შესაძლებლობა შექმნა თანამონაწილეობისთვის და ხელი შეუყო პოტენციალის ჩამოყალიბებას დისკუსიის შემდგომი განვითარებისათვის.
კვიპროსი ინფორმირებულობის კვირეული (2018)
კვიპროსელთა ინფორმირების კვირეულის ფარგლებში, რომელიც დაეთმო მოხუცთა მოვლის სახლების საკითხს, როგორც საჯარო დისკუსიის შედეგი, მომზადდა ქცევის კოდექსი ჟურნალისტებისა და მასმედიისათვის. ზემოხსენებული საჯარო განხილვა ჩატარდა ჟურნალისტებისათვის, რათა დახმარებოდნენ მათ მოხუცების მოვლასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში.
გერმანია – საჯარო მსჯელობა გენომის შეცვლის შესახებ (2019)
2019 წლის დისკუსიის (Genomchirurgie im gesellschaftlichen Diskurs) ფარგლებში ორგანიზებული იყო ორი ტრენინგ-სემინარი, სადაც ჟურნალისტები და რედაქტორები შეიკრიბნენ ბიოლოგიის, მედიცინის, ეთიკისა და სამართლის სფეროს წარმომადგენელ მეცნიერებთან ერთად, რათა განეხილათ და გაეაზრებინათ გენომის შეცვლის პროცედურის სხვადასხვა პერსპექტივა. მიზანს წარმოადგენდა მედიის მიერ თემის კვალიფიციური გაშუქება.
ფინეთი - მოქალაქეთა ინიციატივა პარალამენტს (2012)
2012 წელს წარმოდგენილი იყო ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც საზოგადოებას შეეძლო პრობლემური საკითხების განხილვა, ამ საკითხების მიმართ კანონმდებლების ყურადღების მიპყრობა და მათი ავტომატური განხილვა პარლამეტში, თუ ონლაინ პეტიციას 50,000-ზე მეტი მოქალაქე მოაწერდა ხელს.