საჯარო დისკუსიის ინიცირების მიზეზები
შესაძლოა, პირველი კითხვა, რომლიც საჯარო დისკუსიის წამომწყებ პირებს უნდა დაესვათ, უნდა შეეხებოდეს მიზეზებს, თუ რატომ აკეთებენ ამას. თუ აღნიშნული აქტივობის ორგანიზატორებიცა და მონაწილეებიც პროცესის მიზეზებს ნათლად განმარტავენ, ეს ერივე მათგანისათვის სარგებლის მომტანი იქნება.
ნებისმიერ წამოყენებულ ინიციატივას აუცილებლად ექნება ერთზე მეტი მიზეზი. მიზეზების არსის გააზრება და მათი გაანალიზება კი ხელს შეუწყობს შესატყვისი მიდგომის მიგნებას. საჯარო განხილვის პროცესის აქტივობები არ უნდა შესრულდეს წინასწარი მსჯელობის გარეშე, მოვალეობის მოხდის მიზნით, ვინაიდან მსგავსი მოქმედება არავის ინტერესებს არ ემსახურება და პირიქით საზოგადოებაში უნდობლობას გამოიწვევს.
ეთიკური მიზეზები
საჯარო განხილვის პროცესის ინიცირების ერთი მიზეზი, შესაძლოა იყოს პრინციპული სურვილი, რომ ბიომედიცინის განვითარების პროცესში ჩართული იყვნენ პირები, რომლებზეც ბიომედიცინის მიღწევებს პოტენციური გავლენა ექნება და აღიარება იმისა, რომ ყველა უფლებამოსილი პირის ხმა შესმენილი იქნება. ბიომედიცინის განვითარების სფეროში მისი პოტენციური გავრცელების მასშტაბი მთელ საზოგადოებას მოიცავს.
მიღწევები, რომელიც ადამიანის უფლებების ან სოციალური ნორმების გამოწვევებს უკავშირდება ჩანს, რომ წარმოადგენს საჯარო დისკუსიისათვის არა მხოლოდ სასურველ არამედ მორალურ და ზოგიერთი ასპექტით სამართლებრივ აუცილებლობას.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, აქვს თუ არა ზემოხსენებულ მიღწევებს გავლენა ადამიანების უფლებებზე.
უკეთესი ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება
კარგი გადაწყვეტილებების მიღება მრავალფეროვან, კონცეფციასა და ფასეულობებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობას მოითხოვს, რომელზეც პასუხის გაცემის შესაძლებლობები ტექნიკურ ექსპერტებსაც კი არ გააჩნიათ. პროფესიული რჩევა, ხშირად შეზღუდულია მასშტაბებისა და საკითხების თვალსაზრისით, თანამედროვე მიღწევების გამოყენების, არც თუ იმდენად ტექნიკური შინაარსიდან გამომდინარე, რამდენადაც მორალური და პოლიტიკური.
ტექნიკური ხასიათის კითხვები უკავშირდება იმას, თუ რამდენად უსაფრთხო, სასარგებლო და ეკონომიურია ახალი ტექნოლოგიის გამოყენება, ამავდროულად მისი გამოყენების ინიციატორს შესაძლოა შემდგომი კვლევა დასჭირდეს იმის დასადგენად, როგორი სახის რისკი შეიძლება მიიჩნიო სოციალურად თუ მორალურად გამართლებულად და ვის უნდა მიენიჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.
სასარგებლო იქნება ახალი კითხვების ისე დასმა, რომ შესაძლებელი იყოს პროფესიონალთა ვარაუდებისადმი კრიტიკული, მაგრამ კონსტრუქციული ფორმით დაპირისპირება. კითხვების ფორმას შეუძლია გამოააშკარავოს ფასეულობები, რომელიც მას უდევს საფუძვლად.
საზოგადოებასთან კონსულტაცია სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეთავაზებული ზომების შეცვლის ან მიღების მიზნით ინიციატორის პასუხიმგებლობის ფარგლებში. კონსულტაცია შეიძლება ღია იყოს საზოგადოებისთვის (განსაკუთრებით სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც არაპირდაპირი გზით ეხება ყველას) ან სამიზნე ჯგუფებსა თუ კონკრეტული ინტერესების მქონე ინდივიდებს, მათ ცოდნასა და კვალიფიკაციას. რესპოდენტებისთვის დამახასიათებელია საკუთარი თავის თვითონ არჩევა. უზრუნველყოფს „გუნდური გადაწყვეტილების“ მეშვეობით ექსპერტული დახმარების მიღებას ანდა ისეთი აზრის განხილვას, რომელიც საერთო მოსაზრებებში არცკი ფიგურირებდა.
კანონთან შესაბამისობის მოძიება
საჯარო დისკუსიის ინიცირების სურვილის კიდევ ერთ მიზეზს კანონმდებლების მიერ, შესაძლოა წარმოადგენდეს იმგვარი კანონთან შესაბამისი მიღწევის მოძიება, რომელიც ისეთ ახალ და უჩვეულო საკითხებს წამოჭრის, აქამდე რომ არ ყოფილა განხილული. ზემოაღნიშნულს, შესაძლოა, მოჰყვეს შემდგომი „დაღმასვლა“, სადაც ტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება ან ზეწოლას აქვს ადგილი ახალი ტექნოლოგიის სხვა ქვეყნებიდან გადმოღებასთან დაკავშირებით.
ვითარება, სადაც კანონმდებლები საკამათო თანამედროვე მიღწევებს წარადგენენ, საჯარო დისკუსიის ინიცირების დახმარებით შეიძლება საზოგადოების ინფორმირება, იმის შესაფასებლად თუ რამდენად მისაღებია ამგვარი სიახლე და სადაც შესაძლებელია მისი დანერგვისთვის ზომების მიღება.
ყურადღება უნდა დაეთმოს საზოგადოებისათვის ახალი ბიოსამედიცინო მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შეთავაზებას და იმის განსაზღვრას, თუ რა ფორმით უნდა იყოს მიწოდებული აღნიშნული ინფორმაცია იმის, უზრუნველსაყოფად, რომ აღნიშნული სიახლეების გამოყენება დიდ მხარდაჭერას დაიმსახურებს საზოგადოების მხრიდან.
იხილეთ საფრანგეთისა და რუსეთის ფედერაციის მაგალითებიგერმანია – საჯარო მსჯელობა გენომის შეცვლის შესახებ (2019)
საჯარო დისკუსია „Genomchirurgie im gesellschaftlichen Diskurs“ (გენომის შეცვლის შესახებ) ეთიკური მიზეზებით შესრულებული რიგი აქტივობების კარგ მაგალითს წარმოადგენს.
საფრანგეთი - საჯარო დისკუსია ბიოეთიკის კანონის შესახებ (2018)
კანონ შეიცავს დებულებებს, რომლებიც პერიოდულად საჯარო დისკუსიას მოითხოვს, კერძოდ, როდესაც შესწორებები შედის ბიომედიცინის შესახებ კანონმდებლობაში და ნებისმიერ შემთხვევაში ყოველ ხუთ წელიწადში. ბოლოს აღნიშნული შესრულდა 2018 წელს, მასშტაბურ საჯარო დისკუსიაში, სათაურით “États Generaux”.
რუსეთის ფედერაცია - საჯარო დისკუსია და მისი გავლენა კანონზე ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის შესახებ (2016)
რუსეთის ფედერაციას აქვს დისკუსიის ხანგრძლივი პრაქტიკა კანონპროექტებთან დაკავშირებით, სახელმწიფო ორგანოების დონეზე, საჯარო დისკუსიის სხვადასხვა ადგილზე ჩატარების გზით. საზოგადოების აზრი აგრეთვე ინტერნეტ პორტალის მეშვეობითაც გროვდება. კანონში “ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით“ შესწორებების თაობაზე დისკუსიას ადგილი ჰქონდა 2016 წელს. დისკუსია დღემდე გრძელდება.