ვინ უნდა ჩაერთოს პროცესში?
„საზოგადოებას“ შესაძლოა მიეკუთვნებოდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პირდაპირ არ წარმოადგენს პოლიტიკურ ხელისუფლებას ან რომელიმე პროფესიას. ამ თვალსაზრისით, ადამიანისათვის საზოგადოების წევრობა დამოკიდებულია არსებულ პრობლემაზე და მის ინტერესებსა და ამ პრობლემისადმი დამოკიდებულებაზე. ერთ პიროვნებას შეიძლება ჰქონდეს, როგორც პირადი და საზოგადოებრივი ინტერესი, როგორც ამ საზოგადოების წევრს, აგრეთვე სამსახურეობრივი გამოცდილებიდან ან პროფესიიდან გამომდინარე ინტერესი.
იხ. მეტი
ერთადერთი, სრულყოფილი და უცვლელი „საზოგადოების“ არსებობა წარმოუდგენელია. ის თუ უშუალოდ ვინ ჩაერთვება საჯარო დისკუსიაში იმდენად არის მნიშნელოვანია, რამდენადაც ყველა მსურველი ამას ვერ შეძლებს. როდესაც საჯარო დისკუსიას ეხება საქმე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თუ ვინ იქნება პროცესში ჩართული, რა ინტერესებს წარმოადგენენ ისინი და არსებობს თუ არა კონკრეტული ჯგუფებისათვის ბარიერი მასში მონაწილეობის მისაღებად.
„საზოგადოებაზე“ საუბრის დროს ხშირად არის ნაგულისხმევი ერთგვაროვნება, მაშინ როდესაც, სინამდვილეში ყოველი საზოგადოება ბევრი სოციოლოგი და საჯარო მოხელე ამჯობინებს, რომ ტერმინი „საზოგადოება“ მრავლობით რიცხვში იყოს გამოყენებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთგვაროვანი ჯგუფის წარმოდგენა ან ის ფაქტი, რომ „საზოგადოებას“ ახასიათებს მიუკერძოებელი არსებობა, განსახილველი საკითხებისგან დამოუკიდებლად. განსხვავებულ საზოგადოებრივ ინტერესებსა და პერსპექტივებს აერთიანებს. საზოგადოების ყველა წევრის ინტერესზე ერთი და იგივე პრობლემა ვერ იქონიებს ერთნაირ გავლენას, თუმცა საჯარო დისკუსიის დროს ყველა მათგანს აქვს ხმის უფლება.
ზოგიერთი საზოგადოებას, მაგალითად ღია კონსულტაციისა და რიგგარეშე საჯარო დისკუსიებს მონაწილეებს, შესაძლოა ჰქონდეთ თვით არჩევითი ხასიათი. ბევრ, მოწვეულ საჯარო დისკუსიაში, განსაკუთებით მათში, რომელთა მიზანსაც საზოგადოებრივი აზრის გამოხატვა წარმოადგენს, მონაწილეებმა შესაძლოა წარმოადგინონ გულმოდგინედ შედგენილი ნიმუშები, რომლებიც დემოგრაფიულ ინფორმაციასა და სოციალური მეცნიერების დადგენილ მეთოდოლოგიას ეყრდნობა.
შესაბამისი საზოგადოება მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო ერთიანდება, მაშინ, როდესაც სხვები პროცესში ჩასაბმელად მოძიებასა და ძალისხმევას საჭიროებენ.
დაინტერესებული მხარეები
დაინტერესებულს საზოგადოებას შესაძლოა მივაკუთვნოთ ისინი ვისაც პირდაპირი ინტერესო გააჩნია და ხშირად მოიხსენებიან, როგორც დაინტერესებული მხარეები. პირდაპირი ინტერესის მქონეთა აზრი მნიშნელოვანი იქნება საჯარო დისკუსიის დროს ბიოსამედიცინო მიღწევების შესახებ, თუმცა ბევრ სხვაზეც შეიძლება გავლენა იქონიოს არაპირდაპირი გზით. იმდენად, რამდენადაც ბიომედიცინის მიღწევები ყველასთვის შექმნიან შესაძლებლობებს, ყველას გაუჩნდება თავისი ინტერესები და შესაბამისად ყველა გახდება დაინტერესებული მხარე.
ყურადღებას იმსახურებს ის, თუ როგორ წარმოვადგინოთ, მათი ინტერესები, ვინც პოტენციურად მცირე ზეგავლენას განიცდის, სავარაუდოდ დიდი სიხშირით და პირიქით, მათი ინტერესები ვინც დიდ ზეგავლენას განიცდის, მაგრამ მცირე სიხშირით. ეს ადამიანები შესაძლოა შორს იყვნენ მიღწევების დანერგვის პროცესისგან.
ბიომედიცინის მიღწევებთან მიმართებაში, პოტენციურად, ყველა დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს. ყურადღება უნდა დაეთმოს განსხვავებული ინტერესებისა და შედეგების წარმოჩენას და აღრიცხვას.
მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს კონკრეტულ მხარეთა მოსაზრებებისათვის პრივილეგიის უსამართლოდ მინიჭება და აღიარებული იყოს ყველა, ვინც არაპირდაპირი თუ პირდაპირი გზით განიცდის ზეგავლენას.
დაუცველი ჯგუფების უფრო ფართოდ წარდგენა შესაძლოა იმის უზრუნველსაყოფად იყოს სასურველი, რომ მათი ხმა შესმენილ იქნეს საზოგადოებრივ ადგილებში.
მნიშვნელოვანია არ ვიფიქროთ რომ, მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ან პაციენტების ინტერესების გამომხატველი ჯგუფები ყველა პაციენტისა და მთელი საზოგადოებრივი სახელით საუბრობს.
თანაბრად მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ისინი, ვინც აქტიურები არიან საზოგადოებასა და სოციალურ ქსელში, შესაძლოა, სულაც არ გამოხატავდნენ საზოგადოების უმრავლესობის აზრს.
წარმომადგენელი ჯგუფები
ისეთ მიღწევებთან დაკავშირებით, რომლებიც პოტენციურად ყველას ინტერსებზე ახდენს გავლენას, არ არის საჭირო მთელი მოსახლეობის საჯარო დისკუსიაში ჩართვა, არც პრაქტიკული და არც აუცილებლობის თვალსაზრისით. შერჩეულმა მოსახლეობამ შეიძლება მოგვცეს მინიშნება საზოგადოებაში არსებული აზრის შესახებ.
კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება არჩევანი და მისი მოცულობა, საჭიროა გადაწყდეს მსჯელობის შედეგად. მნიშვნელოვანია თავს არიდება მიკერძოებული დასკვნებისათვის, იმის შესახებ თუ რომელი ინტერესია გასათვალისწინებელი.
ყურადღება უნდა მიექცეს შესატყვის პარამეტრების დადგენას, რათა მოსახლეობის შერჩეული ჯგუფი წარმომადგენლობითი იყოს.
ეროვნული რეფერენდუმები შესაძლოა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლეოდეს, მაგრამ ის ვერ ჩაანაცვლებს საჯარო დისკუსიას; მათ შესაძლოა უკურეაქცია მოჰყვეს ეფექტიანი საჯარო დისკუსიის არარსებობისას.
მოსახლეობის წარმომადგენლობითმა შერჩევამ, შესაძლოა ყურადღება მიაქცევინოს კანონმდებლებს საზოგადოების ინტერესების შესაძლო დამახინჯებაზე, რაც ინტენსიური ლობირების ან დაინტერესებული პირების კამპანიების ზემოქმედებით არის განპირობებული.
იხილეთ ირლანდიის მაგალითიგანსხვავებული ხმების ჩათვლა
საჯარო დისკუსიის ღონისძიების ინიცირებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ჩათვლილი იქნეს მათი ხმა, ვინც აშკარად არ ამჟღავნებს ან არაპირდაპირი ინტერესი აქვს ან ბარიერებს აწყდება მონაწილეობის მიღების მცდელობისას. მრავალ საზოგადოებაში, მაგალითად, ეთნიკური უმცირესობის კომიტეტები ვერ სარგებლობენ საზოგადოებრივი სივრცეზე თანაბარი წვდომით. ზოგჯერ, მოსახლეობის კონკრეტული ნაწილი ვერ შეძლებს ან მათ არ მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიაში. ზოგიერთს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ბარიერის გამო, ან კულტურული და რელიგიური მიზეზით არ ექნება გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ზოგ შემთხვევაში, ამგვარი შესაძლებლობების შეზღუდვა შეიძლება უკავშირდებოდეს ადამიანის უფლებებს, ან სოციალური და პოლიტიკური აკრძალვის რთულ ფორმებს.
ბავშვებს და ახალგაზრდა ადამიანებს გააჩნიათ განსაკუთრებული ინტერესი ტექნოლოგიური განვითარების მიღების გრძელვადიანი შედეგებისადმი. მათ შეუძლიათ ახალი პერსპექტივებისა და სპეციფიკური ხედვის შეთავაზება, მაგრამ განსხვავებული მიდგომა შეიძლება დასჭირდეს მათი უსაფრთხო მონაწილეობის უზრუნველყოფას საჯარო დისკუსიაში, განსაკუთრებით, როცა საგანი სენსიტიურია. რაც შეეხება ასაკოვან ადამიანებს, ისინი შეადგენენ ზოგადი მოსახლეობის თანაბრად მნიშვნელოვან ნაწილს და ხშირად სამედიცინო მომსახურების ცვლილებების არაპროპორციულ ზეგავლენას განიცდიან.
უმცირესობის ხმები მარტივად შეიძლება დაიკარგოს რაოდენობრივი და ფართომასშტაბიანი მიდგომის შემთხვევაში, იმ შემთხვევაში, როდესაც მონაწილეები შერჩეულ იქნენ შემთხვევითი პრინციპით ან როგორც მთლიანი მოსახლეობის რჩეული წარმომადგენლები.
შესაბამის სოციალურ ქსელებს და დაინტერესებული ჯგუფებს შეუძლიათ უზრუნველყონ შესაძლებლობა საკითხისადმი განსაკუთრებული ინტერესის მქონე პირების დისკუსიაში ჩასართავად ან მათი ვისაც სხვაგვარად ძნელად მიუწვდება ხელი პროცესზე, ისევე როგორც დაუცველ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისა. შესაძლოა, სპეციალური ნაბიჯების გადადგმა გახდეს საჭირო სოციალურად მარგინალიზებული ჯგუფების ჩართვისათვის, რომელთა მონაწილეობა ნაკლებად სავარაუდოა მაგალითად, კადრების ამყვან აგენტებთან და ნდობით აღჭურვილ შუამავლებთან მუშაობა.
საკანონმდებლო საკითხები, რომელიც მთელ იურისდიქციაზე ახდენს გავლენას შესაძლოა განსხვავებულად შეეხოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მყოფი ადამიანების ინტერესებს. რაც შესაძლოა ნიშნავდეს განსხვავებას ქალაქსა და სოფელს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს, სამრეწველო და სერვის ცენტრებს, კონტინენტსა და ოფშორს შორის და ა.შ.
ახალგაზრდების მონაწილეობა შეიძლება უსაფრთხოდ იყოს უზრუნველყოფილი სასკოლო დ ახალგაზრდული ჯგუფების მეშვეობით.
ასაკოვანი პირების მონაწილეობის წასახალისებლად, შესაძლოა საჭირო გახდეს კომუნიკაციის საშუალებების მათი მოთხოვნებისადმი ადაპტირება.
ნდობით აღჭურვილ შუამავლებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ დაუცველ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მონაწილეობას ისეთი გზით, რომელიც მათი ხმების წარმოჩენას და შესმენას შეუწყობს ხელს და ამასთან უზრუნველყოფს მათი პირადი ცხოვრებისა და კონფიდენციალურობის დაცვას.
იხილეთ გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს მაგალითებიირლანდია - საჯარო დისკუსია აბორტთან დაკავშირებით და კონსტიტუციაში მერვე შესწორების გაუქმების შესახებ (2016)
მოქალაქეთა ასამბლეა, რომელიც მოიცავდა 99 მოქალაქით წარმოდგენილ ჯგუფს და მთავრობის მიერ დანიშნულ თავმჯდომარეს, შეიქმნა საპარლამენტო კომიტეტისათვის რჩევის მისაცემად კონსტიტუციაში მერვე შესწორების შესახებ, რომელიც აბორტს კრძალავდა.
გერმანია – საჯარო მსჯელობა გენომის შეცვლის შესახებ (2019)
პროექტმა Genomchirurgie im gesellschaftlichen Diskurs მოიცვა განსხვავებული ჯგუფები, სკოლის მოსწავლეების ჩათვლით. სტუდენტებმა მათ მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ თამაშში გენური ტექნოლოგიების საკითხებზე, რომლის დროსაც სპეციალურად შემუშავებულ ინსტრუმენტებს იყენებდნენ.
გაერთიანებული სამეფო - საზოგადოების მონაწილეობა ტვინის შესახებ მეცნიერების დამოკიდებულების და ნარკოტიკების შესახებ დისკუსიაში (2007)
გაერთიანებული სამეფოს საჯარო დისკუსიის მაგალითი „საზოგადოების მონაწილეობა ტვინის გამოკვლევაში, ნარკოტიკები და დამოკიდებულება“ წარმოადგენს ნოვატორული ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობის დემონსტრირებას, ძნელად მისაწვდომი ჯგუფების ჩასართავად, რომლებიც სხვა შემთხვევაში ძნელად შეძლებდნენ საჯარო დისკუსიაში ღიად მონაწილეობას.