სტრასბურგი 04,09.2012 – მედიის საშუალებებით ხშირად განიხილება „დაკარგული თაობის“ თემა, რომელიც ევროპაში ეკონომიკური კრიზისის შედეგად წარმოიშვა. თუმცა ევროპულ სახელმწიფოებში კიდევ ერთი ტიპის „დაკარგული თაობა“ არსებობს, რომლებიც წარსულში მომხდარი სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის მსხვერპლნი არიან. მე მხედველობაში მაქვს ევროპის იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები), რომელთა დიდ ნაწილსაც ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებით მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება. ძველი და მიმდინარე კონფლიქტების მსხვერპლთ კვლავაც სჭირდებათ ევროპის და საერთაშორისო საზოგადოების დახმარება, განაცხადა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ნილს მუიჟნიეკსმა თავის ბოლო ადამიანის უფლებათა კომენტარში.
ევროპას ბევრი დევნილი ყავს რომელთაც დახმარება სჭირდებათ
ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში დაახლოებით 2.5-2.8 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. დევნილების ყველაზე დიდი რაოდენობა, დაახლოებით 1 მილიონი დევნილი, თურქეთში ცხოვრობს, რომლებიც სახელმწიფო და არასახელმწიფო ძალებს შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისა და ძალადობის მსხვერპლნი არიან, რომელსაც ძირითადად ადგილი ჰქონდა ქურთული უმცირესობით დასახლებულ ტერიტორიაზე. რაც შეეხება დანარჩენ ევროპას, დიდი უმრავლესობა იძულებით გადაადგილებული პირების წარმოიშვა ყოფილი საბჭოთა კავშირის და იუგოსლავიის დაშლის შედეგად, და უახლოეს წარსულში 2008 წლის კონფლიქტის შედეგად საქართველოში. ამგვარად, აზერბაიჯანს ყავს 600 000 დევნილი, საქართველოს - 274 000, სერბეთს - 225 000, ბოსნია-ჰერცოგოვინას - 113 000, დევნილები წარმოდგენილი არიან ასევე ბალკანეთის სხვა ქვეყნებში, სომხეთსა და რუსეთში.
ტიპიური ევროპელი დევნილის პრობლემები ძალიან მძიმეა
ზემოხსენებულ რიცხვებს მიღმა დგანად ადამიანები, რომლებიც გამოძევებულ იქნენ საკუთარი სახლებიდან, არ ძალუძთ დაბრუნება, არიან გაურკვევლობაში, სრულიად დაუცველნი და იბრძვიან გადარჩენისთვის. დაახლოებით 390 000 დევნილი, 15% იძულებით გადაადგილებული პირებისა ცხოვრობს კოლექტიურ ცენტრებში (რომელთა დიდი ნაწილიც განთავსებულია გამოუყენებელ შენობებში), დროებით საცხოვრებლებში ან არაფორმალურ დასახლებებში, სადაც მათ არ აქვთ შესაბამისი გარანტიები და არ მიუწვდებათ ხელი შესაბამის სერვისებზე. არაადეკვატური საცხოვრებლის გარდა, დევნილებს შეზღუდული ხელმისაწვდომობა აქვთ ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე. ბევრი მათგანი არის ტრამვირებული და მოწყვლადი. დიდი ნაწილი დევნილების ვერ ბრუნდება თავის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას, ვინაიდან კონფლიქტი რომელიც მათი გადაადგილების მიზეზი გახდა არ არის მოგვარებული. ისინი კი, ვინც დაბრუნებას ცდილობენ, არასათანადო მოპყრობის საფრთხის ქვეშ დგებიან.
იმედის ნიშნები
იმედის მომცემია საერთაშორისო დონორთა კონფერენცია რომელიც 2012 წლის აპრილში ჩატარდა სარაევოში და რომლის მიზანიც იყო დონორთა ფინანსური დახმარების თავმოყრა და მიზნად ისახავდა 74 000 მოწყვლადი დევნილის საცხოვრებლის პრობლემის მოსაგვარებას. ეს არიან დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ სერბეთში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ხორვატიასა და მონტენეგროში. იმ შემთხვევაში თუ დაპირებული დაფინანსების გამოყოფა მოხდება და აღნიშნული თანხა სწორად გაიხარჯება, შესაძლოა არაერთი დევნილის რთული და მტკივნეული ცხოვრება დასრულდეს. საქართველოსაც აქვს გარკვეული პროგრესი დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, უფრო კონკრეტულად იგულისხმება საცხოვრებელი პირობები, რისი გაუმჯობესებაც ძირითადად ეროვნული პოლიტიკის შემუშავების და შესაბამისი რესურსების გამოყოფის შედეგია, რაც ასევე მოიცავს საერთაშორისო დახმარებას.
იძულებით გადაადგილებულ პირებს აქვთ უფლებები
მინისტრთა კომიტეტის 2006 (6) რეკომენდაცია იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ ხაზს უსვამს იმას, რომ დევნილებმა დისკრიმინაციის გარეშე უნდა ისარგებლონ ყველა უფლებით ისევე როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ. მრავალი საერთაშორისო დოკუმენტი არსებობს, რომელთაგანაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაერთიანებული ერების სახელმძღვანელო პრინციპები იძულებით გადაადგილების შესახებ, რომელიც ხაზს უსვამს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში (თუ ის კვლავაც არსებობს) უსაფრთხოდ და ღირსეულად, თავისი ნებით და მიიღონ შესაბამისი რეპარაცია. ეს უფლებები აღიარებული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში (მაგ: Loizidou v. Turkey 1996, Khamidov v. Russia 2007, და Saghinadze and Others v. Georgia 2010). თუმცა უფრო ხშირად დევნილთათვის გამოსავალი არიას ინტეგრაცია მათ ახალ საცხოვრებელ ადგილას ან განსახლება ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე.
იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვა უპირველეს ყოვლისა არის ეროვნული მთავრობების პასუხისმგებლობა. არის შემთხვევები, როდესაც დევნილები ხვდებიან ისეთ სიტუაციაში როდესაც ეროვნული მთავრობა ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოების დაცვას. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ მთავრობა ვერ აკონტროლებს კონფლიქტის ზონას, არ აქვს შესაბამისი ნება, არ აქვს შესაბამისი ინსტიტუციური სტრუქტურა, ან არ აქვს შესაბამისი რესურსი. იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და დევნილთა უფლებების დაცვა უნდა იყოს უპირატესი.
საერთაშორისო საზოგადოება, უფრო კონკრეტულად კი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე ყოველთვის კრიტიკულ როლს თამაშობენ დევნილთათვის შესაბამისი დახმარების გაწევაში.
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი ევროპის საბჭოს სხვადასხვა სტრუქტურების მიერაც ხორციელდება და ხდება სხვადასხვა სტანდარტების შემუშავება მათი უფლებების გაუმჯობესების მიზნით.
რა უნდა გაკეთდეს
დევნილთა კონკრეტული სიტუაციის მოგვარებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დროულად და ეფექტურად მოხდეს სიტუაციაზე რეაგირება. საერთაშორისო დახმარება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ აუცილებელია რომ ეროვნული ძალისხმევა იყოს სისტემური და დინამიური. 2012 წლის 5 ივლისს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე, სადაც გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა აღიარეს საკუთარი როლი დევნილთა უფლებების დაცვასა და პოპულარიზაციაში.
აუცილებელია სასწრაფოდ აღმოიფხვრას ის ხარვეზები რაც არსებობს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები რათა იძულებით გადაადგილება თავიდან იქნას აცილებული. მათ უნდა გაააუმჯობესონ დევნილთა მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარების ხარისხი და პატივი უნდა სცენ ვალდებულებას, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, მაშინ როდესაც სახელმწიფოებს არ ძალუძთ შესაბამისი დახმარების გაწევა.
აუცილებელია მოხდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გრძელვადიანი და მდგრადი გადაწყვეტა.
სახელმწიფოებმა და ყველა ჩართულმა მხარემ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების და მათი ადგილობრივ თემში რეინტეგრაციის კუთხით. იძულებით გადაადგილებულ პირთა არასტაბილური სიტუაცია არ უნდა გაჭიანურდეს დროში. სადაც დაბრუნება შეუძლებელია ან დევნილისათვის რისკს წარმოადგენს, დისკრიმინაციის გარეშე სხვა ტიპის ღონისძიებები უნდა გატარდეს. განსაკურთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ ყველაზე მოწყვლად კატეგორიას როგორიც არიან: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილები, მოხუცები, ბავშვები და ქალები.
მსგავს სიტუაციებში სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ ადეკვატური ღონისძიებები რათა უზრუნველყონ იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაცია ახალ გარემოში. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით (სადაც ეს საჭიროა) დევნილებთან შესაბამისი კონსულტაციების გამართვა და მათი მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, იქნება ეს დაკავშირებული დაბრუნებასთან, თუ სხვა რაიმე ტიპის ღონისძიებასთან.
როდესაც განვიხილავთ მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისს და მის ბევრ მსხვერპლს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ძველი კრიზისებისა და მიმდინარე კონფლიქტების მსხვერპლნიც, როგორებიც არიან იძულებით გადაადგილებული პირები. მათაც უნდა მიიღონ შესაბამისი ყურადღება და აქტიური დახმარება ევროპული სახელმწიფოებისგან, რათა მოხდეს მათი უფლებების რეალიზება და მათი ღირსეულ პირობებში ცხოვრება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მათი პრობლემები გაგრძელდეს, ამგვარად ევროპა დაკარგავს არა ერთ, არამედ რამოდენიმე თაობას.