ევროპის პროგრამა ადამიანის უფლებათა განათლების შესახებ (HELP) მხარს უჭერს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს   განახორციელოს ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე, მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად (2004)4, 2010წლის ინტერლეიკენის დეკლარაცია,2012წლის ბრაიტონის დეკლარაციისა და 2014წლის ბრიუსელის დეკლარაციის შესაბამისად.

ეს კეთდება შესაძლებლობების გასაზრდელად მოსამართლეების,ადვოკატებისა და პროკურორების შესაძლებლობების გასაზრდელად  ევროკავშირის წევრ 47    სახელმწიფოში, რათა მათ გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ყოველდღიურ საქმიანობაში. მართლაც, პროფესიონალი იურისტები,რომლებიც არიან ადამიანის უფლებათა დამცველები უნდა მიიღონ მაღალი ხარისხის სწავლება.  იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი უახლესი სტანდარტებით და ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის სწავლებით. HELP -ს  მიზანია ხარისხიანი და ინდივიდუალური სასწავლო პროგრამების შეთავაზება ყველა ევროპული იურისტისთვის.

The European Union (EU) countries benefit from the HELP in the 28 Programme, funded by the EU.

HELP არის: :

1.ეროვნული სასწავლო ინსტიტუციების ქსელი მოსამართლეების,პროკურირების და ადვოკატებისთვის 47 წევრ სახელმწიფოში;

2.ელექტრონული სწავლების პლატფორმა ადამიანის უფლებების შესახებ;

3.ადამიანის უფლებათა სწავლების მეთოდოლოგია.

ქსელი

HELP-ის ქსელი, ერთადერთი პანევროპული ადამიანის უფლებათა სწავლების ქსელია, რომელიც დაკომპლექტებულია მოსამართლეებისა და პროკურორების ეროვნული სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებისა და   ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლებისგან 47 წევრ ევროპულ სახელმწიფოში ევროპული საბჭოს მასშტაბით.

HELP-ის ქსელი უფლებამოსილია განახორციელოს 2012წლის ბრაიტონის დეკლარაციის  9.vi პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, კერძოდ:

  • საბაზისო და განგრძობადი განათლების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია  იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებსა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში,გაუზიაროს ევროპული საუკეთესო პრაქტიკა  სასწავლო კურიკულუმის შესახებ, სასწავლო მასალებზე და იურიდიული სწავლების მეთოდოლოგიაზე, ისევე როგორც მოახდინოს მომავალი სასწავლო  პრიორიტეტების იდენტიფიცირება.იხილეთ მეტი „ქსელში“.

ელექტრონული სწავლების პლატფორმა

სასწავლო რესურსების ფართო სპექტრი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესახებ შემუშავებული და აკუმულირებულია HELP-ს პროგრამის ქვეშ, ხელმისაწვდომია on-line,ბენეფიციარ ქვეყნებში თარგმნილია ეროვნულ ენებზე. ეს ხდება ნამდვილი გამოწვევა იურისტებისთვის მისდიონ სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკას, რომელიც ვითარდება სწრაფად და ექსპანსიურად. HELP-ს პროგრამა პლატფორმაა სადაც შეიძლება აკუმულირებულ იქნეს ინფორმაცია სტრასბურგის პრეცედნეტული სამართლის შესახებ, რისი მეშვეობითაც ადვილად ხელმისაწვდომი გახდება სიახლეები.

არსებობს ორი ტიპის HELP სასწავლო რესურსების პროგრამა:

  • -დისტანციური სასწავლო კურსები ხელმისაწვდომია და ოპერირებს შერჩეულ იურისტთა ჯგუფებისთვის საპილოტე კურსების ფარგლებში,რასაც უძღვებიან  ეროვნულ დონეზე შერჩეული ტუტორები. სიაში არსებული კურსების (მათი აღწერილობითი ნაწილიც)  ნახვა შესაძლებელია კურსების კატალოგში.
  • -თვითსწავლების სასწავლო რესურსები ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის, რომელსაც წვდომა აქვს პლატფორმაზე.

პლატფორმა მოიცავს სახელმძღვანელოებს ევროპული სასამართლო პრაქტიკის სწავლების მეთოდოლოგიასა და ძირითდი ცნებების შესახებ, ისევე როგორც სახელმძღვანელოებს, სტანდარტულ კურიკულუმებს, პრეზენტაციებს, კვლევებს, ელექტრონული სწავლების სხვადასხვა სტატიებს და თემებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესახებ.

ტრეინინგის მეთოდოლოგია

HELP-ის მეთოდოლოგია მხედველობაში იღებს/ითვალისწინებს იმ სტრესს და ზეწოლას, რაც დაკავშირებულია იურისტების ყოველდღიურ საქმიანობასთან. დამატებით, მისი ღირებულება ისაა, რომ კურიკულუმში შემუშავებულია მონაწილეთა საჭიროებებზე მორგებულად, გათვალისწინებულია შეხვედრის მონაწილეთა სპეციფიკური სასწავლო საჭიროებები და სწავლის ტემპი, რაც ამ პროგრამას უფრო მოქნილს ხდის. HELP-ის მეთოდოლოგია და რესურსები სისტემურად გამოიყენება ევროპის საბჭოს შესაძლებლობების განვითარებისათვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის კუთხით,  ორგანიზებულია წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის ევროკავშირის / ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამების ფარგლებში.

HELP-ი ორგანიზებას უწევს ტრენერთა ტრენერების სესიებს, რომელთა მიზანია საკუთრების გაზრდა ეროვნული ტრენინგ ცენტრების/ ინსტიტუციების მხრიდან.