2017 წლის 30 ოქტომბერს HELP - ს პროგრამის Info Point - ი ბატონი ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა ქართველ ადვოკატთა 20 კაციან ჯგუფს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ოფისში (ქ.თბილისი). შეხვედრაზე ბატონმა ყანდაშვილმა ადვოკატებს გააცნო HELP-ს პროგრამის შესახებ ინფორმაცია და მოახდინა პროგრამის ელექტრონული კურსების პრეზენტაცია.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა HELP -ს პროგრამის პოპულარიზაცია, მის შესახებ ადვოკატებში ცნობიერების ამაღლება.
შეხვედრის შედეგად ადვოკატებმა მიიღეს სრული ინფორმაცია პროგრამის თაობაზე და გამოხატეს ინტერესი ჩაერთონ პროგრამაში.