ტრენინგ რესურსები
მიზანი
HELP-ი მხარს უჭერს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (2004) 4 შესაბამისად.
წლების მანძილზე, HELP-ი გახდა მთავარი წამყვანი ინსტიტუცია ყველა სმართლებრივი ტრეინინგებისათვის, რომელიც იმართება ევროპის საბჭოს მიერ.
HELP-ის მიზანია გააძლიეროს მოსამართლეთა, ადვოკატთა და პროკურორთა შესაძლებლობები ყველა 47 წევრ სახელმწიფოში, რათა მათ გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ECHR) მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. მართლაც, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არიან წინა ხაზზე, მსხვერპლთა ჩათვლით, უნდა სარგებლობდნენ მაღალხარისხიანი ტრეინინგებით. ეს არის იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი მუდმივად ფლობდნენ განახლებულ/ უკანასკნელ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკისა და
მუდმივად განვითარებადი სტანდარტების თაობაზე.
მსოფლიოში, სადაც ტექნოლოგიები უსწრაფესად ვითარდება და სადაც ადამიანები ყოველთვის ეძებენ სწრაფ და ადვილად ხელმისაწვდომ გზას ინფორმაციაზე, ელექტრონული სწავლება, როგორც ჩანს, არის ოპტიმალური მიდგომა/ გადაწყვეტა ტრენინგისათვის. რა თქმა უნდა, მას (e-learning) არ შეუძლია შეცვალოს ტრადიციული - პირისპირ ტრენინგი ყველა სიტუაციაში, მაგრამ თავისუფლად შეიძლება შეავსოს იგი. ელექტრონული სწავლება შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში მუშაობდეს როგორც ცალკე დამოუკიდებელი მეთოდი, მაგრამ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ინსტრუმენტი შერეული სასწავლო მიდგომისათვის. ეს არის ის, რასაც HELP-ი გთავაზობთ ელექტრონული სწავლების პლატფორმით, სადაც სასწავლო რესურსების ფართო სპექტრი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე (ECHR), შემუშავებული და შეგროვებულია HELP-ის პროგრამის ფარგლებში, ხელმისაწვდომია ელექტრონული ფორმით ინტერნეტში, თარგმნილია ბენეფიციარი ქვეყნების ეროვნულ ენაზე.
HELP-ის სასწავლო რესურსების ორი ძირითადი ტიპია:
• დისტანციური სწავლების კურსები ხელმისაწვდომია იურისტების შერჩეული ჯგუფებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საპილოტე კურსებში, რომლებსაც უძღვებიან სერტიფიცირებული ეროვნული/ ადგილობრივი ტრენერები (იხ. სია ვებგვერდზე). კურსების კატალოგში შესაძლებელია ხელმისაწვდომი კურსების (მათ შორის აღწერა) ჩამონათვალის ხილვა.
• თვით-სწავლების კურსების სასწავლო რესურსები ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისათვის, რომელსაც აქვს ანგარიში პლატფორმაზე. ისინი მოიცავენ სასწავლო სახელმძღვანელოებს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მეთოდოლოგიის, ასევე ძირითადი კონცეფციების თაობაზე, აგრეთვე მოიცავენ სახელმძღვანელოებს, სტანდარტულ სასწავლო პროგრამებს/ კურიკულუმებს, კურსის ძირითად კონტურებს, პრეზენტაციებს, სასამართლო პრაქტიკის სწავლებასა და ელექტრონული სწავლების კურსებს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციის (ECHR) სხვადასხვა მუხლებისა და თემების შესახებ.
ნამდვილი გამოწვევაა იურისტებისთვის, სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალის განვითარებისათვის ფეხის აყოლა, რომელიც საკმაოდ სწრაფად და ექსპანსიურად
ვითარდება. HELP-ის პროგრამა არის ასევე პლატფორმა, სადაც ისინი შეძლებენ ადვილად ინფორმირებას სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკის განახლების თაობაზე. თვით-სწავლების კურსების რესურსები ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციასთან (ECHR) დაკავშირებით სხვადასხვა საკითხებზე.
HELP-ი ატარებს ტრენერების ტრენინგებს, მაღალი ხარისხისა და ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, შერეული და პირისპირ კურსებით თავისი ტრენერების სათანადო გადამზადების გზით HELP-ის მეთოდოლოგიისა და HELP-ის ელექტრონული სწავლების პლატფორმის თაობაზე. ამ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია HELP-ის სერტიფიცირებული ტრენერთა ჩამონათვალი.
HELP-მა შეიმუშავა გზამკვლევი ტრეინიგის სასწავლო მეთოდოლოგიაზე, რომელიც გამოქვეყნდება მალევე. პლატფორმაზე ტრენერთა ტრენინგების მრავალი რესურსია ხელმისაწვდომი სხვადასხვა ენაზე.
რატომ HELP-ის ტრეინინგი?
HELP-ის მეთოდოლოგია მხედველობაში იღებს/ითვალისწინებს იმ სტრესს და ზეწოლას, რაც დაკავშირებულია იურისტების ყოველდღიურ საქმიანობასთან. დამატებით, მისი ღირებულება ისაა, რომ კურიკულუმში შემუშავებულია მონაწილეთა საჭიროებებზე მორგებულად, გათვალისწინებულია შეხვედრის მონაწილეთა სპეციფიკური სასწავლო საჭიროებები და სწავლის ტემპი, რაც ამ პროგრამას უფრო მოქნილს ხდის. HELP-ის მეთოდოლოგია და რესურსები სისტემურად გამოიყენება ევროპის საბჭოს შესაძლებლობების განვითარებისათვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კუთხით, ორგანიზებულია წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის ევროკავშირის / ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამების ფარგლებში.
ელექტრონული სწავლების გამოყენება ასევე წარმოადგენს ეფექტურ მეთოდს, რათა რაც შეიძლება მეტი იურისტი, რაც შეიძლება მეტი წევრი სახელმწიფოდან იყოს ჩართული ამ პროგრამაში.
ტექნოლოგიები:
- ზრდის ტრეინინგის ხელმისაწვდომობას;
- ახდენს სწავლის მსურველთა მონაწილეობის წახალისებას;
- ეხმარება სიცოცხლის მანძილზე, ავტონომიური სწავლის განვითარებას
- იყენებს სხვადასხვა რესურსს, რომლის საშუალებითაც სტუდენტის სწავლის პროცესი ძლიერდება; და
- ამჩნევს თუ სად შეუძლია ტექნოლოგიებს გაძლიეროს სწავლისა და სწავლების პროცესები.
აიღეთ HELP-ის ონლაინ კურსები!