სახელმძღვანელოში გამოყენებული ტერმინები
აღმოცენდა რა როგორც პროფესიული პრაქტიკის სფერო, საჯარო დისკუსიამ დამახასიათებელი კონცეფციები და ტერმინოლოგია განავითარა, თუმცა ბევრი მათგანი ეჭვს იწვევს ან განსხვავებულ სურვილებსა და ვალდებულებას გამოხატავს. ქვემოთ მოცემული მიზნად არ ისახავს მნიშვნელობის ზუსტ განმარტებას, არამედ მარტივად ხსნის, თუ რა კონტექსტში გამოიყენება აღნიშნულ სახელმძღვანელოში მოცემული გარკვეული ტერმინები, რომლებმაც შეიძლება დააბნიოს მკითხველი.
დიალოგი
„საჯარო დისკუსია“ წარმოადგენს ერთობლივი თანამშრომლობის ფორმას: პროფესიონალებს, კანონმდებლებსა და არასპეციალისტებს შორის, რომელშიც, მონაწილეები ესწრებიან და პასუხობენ ერთმანეთს, რაც არის მიმართული ძალაუფლებასა და ცოდნას შორის შეუსაბამობის ნეიტრალიზებისაკენ.
დისკუსია
ნებისმიერი განხილვა, რომელშიც მონაწილეობს რამდენიმე ინდივიდი ან ჯგუფი იმისათვის, რომ გამოავლინონ, შეისწავლონ და გადაწყვიტონ თავიანთი განსხვავებული მოსაზრებები და ინტერესები, მტკიცებულების, არგუმენტებისა და ფასეულობების დემონსტრირების მეშვეობით. მოცემულ დოკუმენტში „დისკუსიის“ საერთო კონცეფცია უნდა გამოირჩეოდეს ოფიციალური დისკუსიისაგან. (იხ. აგრეთვე “საჯარო დისკუსია“)
თათბირის მეთოდები
მუდმივი შეხვედრის გამართვა, რომელშიც მონაწილეები ეხებიან საერთო ინტერესის გამომწვევ საკითხებს, ინფორმაციის გაცვლის, მტკიცებულების შემოწმებისა და საერთო, ერთობლივად ანგარიშგასაწევი არგუმენტების საშუალებით.
ინიციატორი
პიროვნება, ვინც ინიციატივას იღებს საჯარო დისკუსიაში (იხ. „მოწვეული/მოუწვეველი საჯარო დისკუსია“). ინიციატორი ჩვეულებრივ უზრუნველყოფს ან კოორდინირებას უწევს აქტივობის რესურსებს და შესაძლოა დაავალოს სპეციალისტებს აქტივობის შესრულება, მისი სახელით.
კონსულტაცია
სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეთავაზებული ზომების შეცვლის ან მიღების მიზნით ინიციატორის პასუხიმგებლობის ფარგლებში. კონსულტაცია შეიძლება ღია იყოს საზოგადოებისთვის (განსაკუთრებით სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც არაპირდაპირი გზით ეხება ყველას) ან სამიზნე ჯგუფებსა თუ კონკრეტული ინტერესების მქონე ინდივიდებს, მათ ცოდნასა და კვალიფიკაციას. რესპოდენტებისთვის დამახასიათებელია საკუთარი თავის თვითონ არჩევა.
მმართველობა
მოცემულ სახელმძღვანელოში „მმართველობა“ ნიშნავს ძალაუფლების ან ხელისუფლების პასუხისმგებლობით გამოყენებას, დასადგენად, მონიტორინგისთვის და სტანდარტებისა და ეთიკური ქცევის წესების დაცვისათვის სისტემაში ან ორგანიზაციაში. ეს შეიძლება ნიშნავდეს ადამიანების ქცევის მართვას და მათი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას. მართვას პროცესის მოქმედებაში მოყვანა შეიძლება იძულებითი და არა იძულებითი ზომების დახმარებით (სამართლებრივი დადგენილება, ლიცენზირების სისტემები, პროფესიული ნორმები, ქცევის კოდექსი, რეკომენდაციები და ა.შ.). მართვა შეიძლება იყოს საჯარო და კერძო სუბიექტების ფუნქცია.
მონაწილე
სახელმწიფო ხელისუფლება, ექსპერტები და მოქალაქეები, ყველა მათგანი შეიძლება იყოს განხილული, როგორც საჯარო აქტივობის ან დისკუსიის მონაწილე.
მოქალაქე
კანონებზე და სახელმწიფო პოლიტიკაზე დაქვემდებარებული და სამართლებრივი ულებებითა და ამავე სახელმწიფოს დაცვით მოსარგებლე, ფიზიკური პირი. კომპლექსურ ტერმინებში, როგორიც არის მარ. „მოქალაქეთა ასამბლეა“ სიტყვა მოქალაქე უფრო ფართო მნიშვნელობით იხმარება, ვიდრე კონკრეტული ეროვნებისა და ამ სახელმწიფოში ხმის უფლების მქონე პირი.
მოწვეული/მოუწვეველი საჯარო დისკუსია
მოწვეული საჯარო დისკუსიის დროს პასუხისმგებელი ხელმძღვანელი იწვევს საზოგადოების წევრებს აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად, მათ მიერ განსაზღვრული მიზნით; მოუწვეველ საჯარო დისკუსიაში, საზოგადოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წევრები პასუხისმგებელ ხელმძღვანელობას წარუდგენენ განაცხადს, ცვლილებების მისაღწევად.
საერთო გეგმა
მონაწილეების მიერ პროცესის შემუშავება და დახვეწა, ან ურთიერთშორის, დახმარების ან საჯარო დისკუსიის ინიციატორთან მოლაპარაკების მეშვეობით.
საზოგადოება
ბევრი სოციოლოგი და საჯარო მოხელე ამჯობინებს, რომ ტერმინი „საზოგადოება“ მრავლობით რიცხვში იყოს გამოყენებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთგვაროვანი ჯგუფის წარმოდგენა ან ის ფაქტი, რომ „საზოგადოებას“ ახასიათებს მიუკერძოებელი არსებობა, განსახილველი საკითხებისგან დამოუკიდებლად.
საჯარო აქტივობა
ორგანიზებული აქტივობა, შეზღუდული მასშტაბით, გამიზნული საჯარო დისკუსიის სტიმულირებისა და მისი კონკრეტული თემისთვის ყურადღების დათმობით, იმ იმედით, რომ ის შთააგონებს ან გავლენას იქონიებს პოლიტიკის განვითარებაზე ან მმართველობაზე.
საჯარო დისკუსია
არსებულ დოკუმენტში და ოვიედოს კონვენციის 28-ე მუხლში, საჯარო დისკუსიის უმთავრესი კონცეფცია გამოიყენება საჯარო სივრცეში (უფრო სწორად, არა პროფესიულ კონტექსტში) დისკურსიული ურთიერთქმედებისას, რომლის მეშვეობითაც ინდივიდებს და ჯგუფებს შეუძლიათ თავიანთი განსხვავებული ინტერესებისა და საქმეების გამოვლენა, შესწავლა და გადაწყვეტა, რომლებიც ეხება ან (პოტენციურად ეხება) ყოველ მათგანს (იხ. აგრეთვე „დისკუსია“)
საჯარო სფერო
საჯარო დისკუსიის სფერო; წარმოსახვითი საკომუნიკაციო გარემო, რომელშიც კერძო ინდივიდებს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ და განიხილონ საზოგადოებრივი გამოწვევები, რომლებიც ყოველ მათგანს ეხება და გავლენას ახდენს პოლიტიკაზე. პრაქტიკულად ის შეიძლება მხარდაჭერილი იქნეს ინსტიტუციების მიერ, როგორებიც არიან სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუციები და მედია.
წარმომადგენლობა
მოწვეული მონაწილეობა შესაძლოა ისეთი ფორმით წარიმართოს, ან ზოგადი მოსახლეობა წარმოადგინოს ან მოსახლეობის დიდი ნაწილი, გარკვეული კრიტერიუმის მიხედვით, მაგალითად სოციალურ-დემოგრაფიული კრიტერიუმით. არჩეული ჯგუფის მართებული ოდენობა, „წარმომადგენლობის“ შერჩევის კრიტერიუმი და მნიშვნელობა, რომელიც შეიძლება „წარმომადგენლობის“ აღმოჩენებს მივაწეროთ. ყოველივე ზემოთთქმული ზედმიწევნით კრიტიკულ ანალიზს მოითხოვს.
ხარისხობრივი/რაოდენობრივი მეთოდები
რაოდენობრივი მეთოდები აგროვებენ ინფორმაციას, რომელისაც ავრცელებენ, როგორც რაოდენობრივ ღირებულებას (მაგალითად ადამიანების რიცხვი ან პროპორცია, რომლებიც განსაკუთრებულ პასუხს სცემენ კითხვას); ხარისხობრივი მეთოდები იძლევიან დისკურსიულ ინფორმაციას და ჩვეულებრივ შესაძლებელს ხდიან საინტერესო ფენომენის სიღრმისეულად შესწავლას, გამოკითხვისა და განსჯის მეშვეობით.