V. საჯარო დისკუსია რომელიც ანგარიშგასაწევია
იმისათვის, რომ საჯარო დისკუსიამ სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოს, საჭიროა ფუნქციური კავშირის არსებობა საჯარო დისკუსიასა და ჯანდაცვისა და ბიომედიცინის სფეროების მართვის პროცესებს შორის, რაც საზოგადოებას შესაძლებლობას და უნარს აძლევს, გავლენა მოახდინოს მათ ერთობლივ მომავალზე ისეთი ფორმით, რომელიც მართებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
წინა პარაგრაფი შეეხებოდა თავად საჯარო დისკუსიას; ეს პარაგრაფი კი ეხება მის შემდგომ განვითარებასა და მის ოპტიმიზაციას. აღნიშნული გავლენა ორი სახისაა: პირდაპირი (მაგალითად აყალიბებს ახალ პოლიტიკას), აფართოებს საზოგადოების, როგორც სოციალური ორგანიზმის ერთიანობას და ამრიგად საზოგადოების უნარს, რომ დემოკრატიული პროცესების მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს მმართველობაში.
პასუხისმგებლობა
იმისათვის რომ საჯარო დისკუსია არსებულ დოკუმენტში და ოვიედოს კონვენციის 28-ე მუხლში, საჯარო დისკუსიის უმთავრესი კონცეფცია გამოიყენება საჯარო სივრცეში (უფრო სწორად, არა პროფესიულ კონტექსტში) დისკურსიული ურთიერთქმედებისას, რომლის მეშვეობითაც ინდივიდებს და ჯგუფებს შეუძლიათ თავიანთი განსხვავებული ინტერესებისა და საქმეების გამოვლენა, შესწავლა და გადაწყვეტა, რომლებიც ეხება ან (პოტენციურად ეხება) ყოველ მათგანს (იხ. აგრეთვე „დისკუსია“) ეფექტიანი იყოს, მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებიცა და საჯარო დისკუსიის ინიციატორებიც პასუხისმგებლობით მიუდგნენ პროცესს. ინიციატორის პიროვნება, ვინც ინიციატივას იღებს საჯარო დისკუსიაში (იხ. „მოწვეული/მოუწვეველი საჯარო დისკუსია“). ინიციატორი ჩვეულებრივ უზრუნველყოფს ან კოორდინირებას უწევს აქტივობის რესურსებს და შესაძლოა დაავალოს სპეციალისტებს აქტივობის შესრულება, მისი სახელით. მხრიდან, მისი წვლილის დემონსტრირება ხდება პროცესის საჯარო დისკუსიის პროცესის მხარდაჭერით და შედეგის მხედველობაში მიღებით. თავიდანვე უნდა იყოს გასაჯაროებული ის, თუ რამდენად მოელიან ინიციატივისაგან მის დაკავშირებას განსახილველ საკითხებთან და კიდევ რა ზომების მიღება იქნება შესაძლებელი ან არ იქნება შესაძლებელი და რა სარგებელს ელიან აქედან მონაწილეები და უფრო ფართო საზოგადოება. თავის მხრივ მონაწილეები სავარაუდოდ უფრო მეტ გულმოდგინებას გამოიჩენენ პროცესისადმი, როდესაც ეცოდინებათ, რომ მათ მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
საჯარო დისკუსიის ინიციატორებმა შესაძლოა სარგებელი მიიღონ, საჯარო დისკუსიაში სხვა მონაწილეებთან პირისპირ შეხვედრით. შესაძლო იქნებოდა მონაწილეთა მოწვევა დისკუსიის შედეგის წარსადგენად ინიციატორებისათვის და იმის განსახილველად, თუ როგორ წამოჭრიან განხილული საკითხების მოგვარების გადაწყვეტილებას.
საჯარო დისკუსიის ინიციატორის მიერ შეიძლება პასუხისმგებლობით იყოს მკაფიოდ გაცხადებული იმის შესახებ, თუ რა საკითხებს უნდა შეეხოს მსჯელობაა დისკუსიის ფარგლებში და რა საკითხები არ იქნება მსჯელობის საგანი, აგრეთვე, რა ცვლილებებს ელიან საჯარო დისკუსიისაგან.
მონაწილეებსა და ინიციატორებს შორის, მაგალითად საზოგადოებასა და სახელმწიფო ორგანოებს შორის, ნდობა და ურთიერთგაგება შეიძლება პირისპირ შეხვედრის საშუალებით გაუმჯობესდეს.
ანგარიშვალდებულება
არსებობს საკუთარი საზოგადოების ინტერესების მხედველობაში მიღების აუცილებელი ვალდებულება ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, იმის დემონსტრირებისათვის, თუ როგორ ართმევს ის თავს ამას საკუთარი გადაწყვეტილებებზე ანგარიშის წარსადგენად. მათ ვინც პასუხისმგებელია საჯარო დისკუსიაზე, უნდა უზრუნველყონ უკუკავშირი, იმ დასკვნების შესახებ, რომლებიც მათ გამოიტანეს საჯარო დისკუსიიდან და რამდენად იქნა გათვალისწინებული საზოგადოების მოსაზრებები, მაგალითად შემდგომი პოლიტიკის შემუშავებაში/ან სხვა მსგავს გადაწყვეტილებასა თუ პროცესებთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება კი შესაძლებელია ვებგვერდებისა და საზოგადოებრივი მედიის მეშვეობით.
ანგარიშვალდებულების დემონსტრირება შეიძლება მოხდეს ინფორმაციის გამოქვეყნებით იმის თაობაზე თუ, როგორ უზრუნველყო საჯარო დებატებმა ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და პრაქტიკის შეცვლა.
საჯარო დისკუსიის მონაწილეებისათვის ანგარიშის ჩაბარება, წაახალისებს მომავალში მონაწილეობის სურვილს და დაამსხვრევს ბარიერს საზოგადოებასა და სახელმწიფო ორგანოებს შორის.
საჯარო დისკუსიის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და გავრცელება, მაგალითად საქმეების აღწერისა და მათი შედეგების რეზიუმირების ფორმით, ხელს შეუწყობს უფრო ფართო გავლენასა და საფუძვლის გამყარებას შემდგომი დისკუსიისათვის.
იხილეთ პორტუგალიისა და საფრანგეთის მაგალითებიშეფასება
საჯარო დისკუსიის პროცესი და შედეგი უნდა იქნეს შეფასებული. საჯარო დისკუსიის ინიციატორების კეთილსინდისიერების რწმენა შესაძლოა გამყარდეს, დამოუკიდებელი და კვალიფიციური ანალიტიკოსის დასაქმებით, რომელსაც მთლიან პროცესზე ექნება წვდომა. ანალიტიკოსი იდეალურად უნდა იქნეს შერჩეული დაგეგმვის/თანამდებობაზე დანიშვნის სტადიაზე. სულ მცირე, დისკუსიის ინიციატორებს შეუძლიათ გამოაქვეყნონ თავიანთი მსჯელობა აქტივობების შესახებ იმისათვის, რომ სხვებმა შეძლონ მათი გაანალიზება და განხილვა.
შეფასება უნდა პასუხობდეს აქტივობის ეფექტიანობას (იხ. ზემოთ პარაგრაფი „ეფექტიანი საჯარო დისკუსია“ შესახებ), ისევე, როგორც იმას, თუ რამდენად კარგად შესრულდა აქტივობის პროცესში მონაწილეთა და ინიციატორთა მიზნები და მოლოდინი, საზოგადოების სასარგებლო წვლილის ასახვის ჩათვლით.
შეფასების შედეგი გამჭვირვალობის პრინციპის შესაბამისად უნდა გასაჯაროვდეს, რათა ყველა დაინტერესებული მხარის და არა მხოლოდ მონაწილეების ინფორმირება იყოს შესაძლებელი აქტივობის შესახებ და იმისათვის, რომ წახალისებული იქნეს შემდგომი საჯარო დისკუსია და ორიენტირი უზრუნველყოფილი, შემდგომი აქტივობებისათვის.
საჯარო დებატებისადმი ნდობის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს კრიტერიუმების, მეთოდების და შეფასების სისტემის წინასწარ, ადრეულ ეტაპზევე განსაზღვრა და მათი შეძლებისდაგვარად შეთანხმება მონაწილეებთან.
საჯარო დისკუსიის პროცესის შეფასებას შესაძლოა, ხელი შეუწყოს მონაწილეთა მოსაზრებებმა და გამოხმაურებამ (მონაწილეთა აზრი შეიძლება მოძიებული იქნეს კითხვარების საშუალებით, რომელიც საჯარო ღონისძიებების დროს დარიგდება, ან შესაბამისი კითხვების უშუალოდ დებატების პროცესში ჩართვით).
პროცესის ხასიათის გათვალისწინებით, შემფასებლებმა ინფორმაციის მოსაპოვებლად შეიძლება საჭირო ჩათვალონ ხარისხობრივი ინტერვიუს ჩატარება მონაწილეებთან.
მიმდინარე საჯარო დისკუსია
საჯარო დისკუსიამ იდეალური წვლილი უნდა შეიტანოს საზოგადოებისათვის სასარგებლო დიალოგში, რაც აისახება გადაწყვეტილებებში და მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების პოლიტიკის შემუშავებაში. ეფექტიანი დისკუსიის გამოცდილება აგრეთვე შეუწყობს ხელს, პოლიტიკური მოღვაწეობის წახალისებას საზოგადოების მხრიდან და ზოგადად პოზიტიურ სოციალურ ურთიერთობას.
უფრო მეტიც, დასაქმების პროცესში, მონაწილეებმა შესაძლოა აღმოაჩინონ, რომ ისინი ივითარებენ მნიშვნელოვან ცოდნას, ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში. მაგალითად კავშირები, რომელიც საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის შედეგად ვითარდება სავარაუდოდ მოგვიყვანს შემდგომ ინიციატივებში ჩართვამდე.
საჯარო დისკუსიის გაგრძელება მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაფასებლად და მათზე დაკვირვებისათვის, საზოგადოებრივი სფეროს შთაგონებისათვის და სამომავლო საქმიანობის განსახორციელებლად, უნარისა და თავდაჯერების გამოსამუშავებლად.
საჯარო დისკუსია კონკრეტულ კონტექსტში გზას გაუხსნის მონაწილეობის შემდგომ, უწყვეტ ჩართულობას.
გარდა იმისა, რომ იქნება ადამიანებს, საზოგადოების ჯგუფებს, ექსპერტებს, პროფესიონალებს და საზოგადოებრივ სტრუქტურებს შორის ურთიერთკავშირის ტრადიცია, საჯარო დებატები ქმნის ხელშესახებ სოციალურ რესურსებს ჩატარებული ღონისძიებების ჩანაწერების ფორმითა და სახელმძღვანელო დოკუმენტების სახით, რომლებსაც შეიძლება მომავალი დისკუსიები დაეყრდნოს.
იხილეთ პორტუგალიის, საფრანგეთისა და რუსეთის ფედერაციის მაგალითებისაჯარო დისკუსიის ბიოეთიკაში ჩართვა
საზოგადოება, რომელშიც დისკუსიაში დემოკრატიულად მონაწილეობის წესები განათლებითა და საზოგადოებრივი მონაწილეობის შესაძლებლობების მიხედვით დგინდება, უკეთესად იქნება მომზადებული საზოგადოების ჩასართავად ბიოლოგიური და ბიოსამედიცინო მიღწევების მართვის საკითხებზე მსჯელობის პროცესში.
საჯარო დისკუსიის მხარდასაჭერად კონკრეტული პასუხისმგებლობის გარკვეული ინსტიტუციებისათვის დაკისრება, როგორებიცაა ეროვნული ეთიკის კომიტეტები, დამოუკიდებელი ორგანიზაციები, სახელმწიფო ორგანოები, მარეგულირებელი სტრუქტურები თუ მრჩეველთა საბჭოები, ხელს შეუწყობს ბიომედიცინის განვითარების საკითხებზე საჯარო დისკუსიის მხარდაჭერას და საზოგადოების ჩართულობის უცვლელ დონეს, აგრეთვე, ინსტიტუციური მექანიზმების უზრუნველყოფას საჯარო დისკუსიის პრაქტიკაში განსახორციელებლად.
აღნიშნული უცვლელი პროცესი ხელს უწყობს განხეთქილების გადალახვას იშვიათად განხილულ სოციალურ ნორმებსა და სასწრაფოდ გადასაჭრელ, პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს შორის, რომლებიც თანამედროვე, ბიოლოგიურ და ბიოსამედიცინო მიღწევებთან დაკავშირებით წამოიჭრება.
ზემოაღნიშნულის მსგავსმა ინსტიტუციებმა, შესაძლოა აამაღლოს საჯარო დისკუსიის კულტურა და საზოგადოების მონაწილეობა, მისი შესაბამის განხილვაზე რეაგირებისათვის მზადყოფნითა და ამ დისკუსიების ერთმანეთთან დაკავშირებით, შესაბამის მონაწილეებთან და კანონმდებლებთან ერთად.
საჯარო დისკუსიის კულტურაში, ამგვარი ინსტიტუციები მიესალმებიან და სარგებელს იღებენ დაუგეგმავი, „აღმავალი,“ ინტერვენციებისგან, ისევე როგორც, დაგეგმილი საჯარო დისკუსიის აქტივობებისაგან.
ეთიკის ეროვნული კომიტეტები ან მსგავსი ორგანოები, რომლებიც სათანადოდ არის უზრუნველყოფილი რესურსებით და აქვთ პოლიტიკური მხარდაჭერა, შესაძლოა მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ საჯარო დისკუსიის სტიმულირებაში, საჭიროებისას მათ ჩატარებასა და ამ დებატების შედეგების დანერგვაში.
იხილეთ საფრანგეთის მაგალითი იხილეთ დანიისა და კვიპროსის მაგალითებიპორტუგალია - საჯარო დისკუსია სიცოცხლის დასრულების შესახებ (2017)
სიცოცხლის დასრულების შესახებ საჯარო დისკუსიას შედეგად მოჰყვა წიგნის დაბეჭდვა სათაურით „გადაწყვეტილება სიცოცხლის დასრულების შესახებ – დებატების ციკლი,“ რომელიც შეიცავდა ამონარიდებს კონფერენციის მასალებიდან საზოგადოების წარმომადგენელთა გამოსვლებთან ერთად. წიგნი ასევე შეიცავდა გლოსარიუმს და დასკვნას ძირითადი კითხვებითა და არგუმენტებით, რომლებიც წარმოდგენილი იყო დისკუსიაში, ისევე მოკლე კვლევას შედარებითი სამართლის შესახებ.
დისკუსიას სიცოცხლის დასრულების შესახებ პორტუგალიურ კანონმდებლობაში ცვლილებები არ მოყოლია, თუმცა მის შედეგად მომზადდა წიგნის ფორმატის დოკუმენტაცია, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ორიენტირი ამ საკითხზე სამომავლო დებატებისათვის.
საფრანგეთი - საჯარო დისკუსია ბიოეთიკის კანონის შესახებ (2018)
“États Généraux” ყურადღებით იქნა გაანალიზებული შემდგომში, ეთიკის ეროვნული საკონსულტაციო საბჭოს მიერ (CCNE), რომელმაც 2018 წლის ივნისში გამოაქვეყნა შემაჯამებელი ანგარიში, სადაც დამატებით ჩართული იყო მოქალაქეთა კომიტეტის მიერ ჩამოყალიბებული აზრი.
საფრანგეთის ეთიკის ეროვნულმა საკონსულტაციო კომიტეტმა (CCNE), 2018 წლის სექტემბერში გამოცემულ თავის დასკვნაში 129 განაცხადა, რომ საფრანგეთის კანონს ბიოეთიკის შესახებ, მხარს უჭერს მიმდინარე საჯარო დისკუსიას ბიოსამედიცინო საკითხებზე და იგი არ წარმოადგენს „ერთჯერად“ მოვლენას. მისი მიზანია, ამგვარ საკითხებზე დისკუსიის კულტურის წახალისება. ამ კონტექსტში CCNE-ის მოხსენება სავარაუდოდ სამომავლოდ ორიენტირად იქნება გამოყენებული.
“États Généraux”- ში საზოგადოების წარმატებული ჩართულობის გასაღები იყო, ეთიკის ეროვნული საკონსულტაციო კომიტეტისათვის (CCNE) მიცემული მანდატი, წარემართა საჯარო დებატები და უზრუნველყო ყველა საჭირო ღონისძიების ორგანიზება. CCNE-ს აღნიშნული ფართო მანდატი 2011 წელს მიეცა, ხოლო დაფინანსება ბიოეთიკის შესახებ კანონის გადასახედად 2018 წელს გამოიყო.
დანია - საჯარო დისკუსია დანიაში ჯანდაცვის სისტემის მომავლის შესახებ (2008)
დანიური ტექნოლოგიის საბჭო ადრე ფინანსდებოდა დანიის მთავრობის მიერ, მაგრამ ახლა დამოუკიდებელ ინსტიტუციას წარმოადგენს, რომელიც საზოგადოების მიერ აღარ ფინანსდება. მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული მისი მთავრობისაგან განცალკევება; თუმცაღა მას არ აქვს კანონით განსაზღვრული მანდატი და საკუთარი შემოსავლებით არსებობს.
რუსეთის ფედერაცია - საჯარო დისკუსია და მისი გავლენა კანონზე ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის შესახებ (2016)
საჯარო დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა ცვლილებებს კანონში “ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის შესახებ“, დადასტურდა, რომ ორგანოების დონაცია ძალზე სენსიტიური საკითხია რუსული საზოგადოებისათვის. შემოთავაზებულ შესწორებებს უდიდესი კრიტიკა დაატყდა საზოგადოებისაგან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის ის, რომ დისკუსია მხოლდ მაშინ იქნება ეფექტიანი, თუკი მასში განხილული პრობლემა ადამიანებისათვის მთლიანად იქნება გასაგები, განსაკუთრებით, როდესაც საკითხი ეხება ადამიანის უფლებებს.
კვიპროსი ინფორმირებულობის კვირეული (2018)
კვიპროსის ბიოეთიკის ეროვნულ კომიტეტს დაევალა საჯარო დისკუსიისათვის ხელის შეწყობა და ყოველწლიურად არჩეულ თემაზე საჯარო დისკუსიის ორგანიზება.