ღონისძიებები

Back ადამიანის უფლებებზე ონლაინ საუბრები პირდაპირ ეთერში გრძელდება

ადამიანის უფლებებზე ონლაინ საუბრები პირდაპირ ეთერში გრძელდება

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში სახალხო დამცველის აპარატთან ერთად აგრძელებს პირდაპირ ეთერში დისკუსიების სერიას -  „საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია“, სადაც კორონა ვირუსის გავრცელების შედეგად ადამიანის უფლებების დაცვასთან  დაკავშირებული გამოწვევები და რისკები განიხილება.

29 აპრილს მეოთხე ონლაინ საუბრების სტუმრები იყვნენ დარისპან პრაშერი, „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი და ეკა ჭითანავა, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორი.

დარისპანმა, რომელიც ინდოეთში დაიბადა და საქართველოში ცხოვრობს, გაგვიზიარა მისი პირადი ისტორია და ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებ, რომლის ფარგლებში  საქართველოში მცხოვრებ ინდოელებს ეხმარება სამართლებრივი საკითხების მოგვარებასა და პანდემიის დროს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების საჭირო საშუალებებზე ხელმისაწვდომობით. ონლაინ დისკუსიის დროს ყურადღება გამახვილდა კულტურული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც უცხოელები შეიძლება აღმოჩნდნენ საქართველოში და დარისპანის მსგავსი ისტორიების ფართო საზოგადოებისთვის გაზიარების აუცილებლობაზე. პირდაპირი ეთერის დროს, დარისპანის შვილებმა შეასრულეს ცნობილი ქართული სიმღერა „სულიკო“

საუბრები ხელმისაწვდომია ონლაინ ქართულ ენზე.

უფრო მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის Facebook გვერდს

კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ Facebook გვერდს

საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია ტარდება „მე ვირჩევ თანასწორობას” კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

29 April, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page