ღონისძიებები

Back განვიხილავთ დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებულ მექანიზმებს

განვიხილავთ დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებულ მექანიზმებს

14 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და სახალხო დამცველის ოფისის ორგანიზებით ონლაინ ვებინარი - „საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია“ ჩატარდა, რომელიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებულ მექანიზმებს მიმოიხილავდა.  მსმენელს შესაძლებლობა ჰქონდა გაეგო თუ რა მექანიზმები არსებობს მათი უფლებების დასაცავად, რა სერვისები არსებობს დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის და ასევე მეტი ინფორმაცია დისკრიმინაციის შესახებ.

ღონისძიებაზე მოწვეული სპიკერები იყვნენ: მაკა ფერაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; სალომე შენგელია, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი; ქეთი შუბაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი და ქეთი ბახტაძე, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), კოალიცია თანასწორობისთვის.

მაყურებელს კითხვების დასმის შესაძლებლობა ონლაინ შეხვედრის მსვლელობისას ჰქონდა და ასევე, წინასწარ, ანონიმური ფორმის გამოგზავნის მეშვეობით.

საუბრების ჩანაწერი ხელმისაწვდომია ქართულად.

ონლაინ საუბრების სერია სახალხო დამცველის აპარატთან ერთად საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შემდეგ დაიწყო და მოიცვა სხვადასხვა თემა, მათ შორის სამოქალაქო აქტივიზმი, განათლების მისაწვდომობა, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, მედიის როლი კრიზისის დროს და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლებთან დისკუსია.

საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია ტარდება მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020 - 2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page