ღონისძიებები

Back საქართველოში მრავალფეროვნების პირველი კვირეული ჩატარდება

საქართველოში მრავალფეროვნების  პირველი კვირეული ჩატარდება

ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩები ბათუმში ამერიკულ კუთხესთან ერთად 18-21 მაისს მრავალფეროვნების პირველ კვირეულს ჩაატარებენ ბათუმში. მრავალფეროვნების კვირეულის მიზანია თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ტოლერანტობის მხარდაჭერა ბათუმში ისტორიული და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ დისკუსიების საშუალებით. კვირეული ტარდება კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ - ფარგლებში და ეხმაურება  კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღეს დიალოგისა და განვითარებისათვის (21 მაისი).

მრავალფეროვნების კვირეული 18 მაისს ბათუმში გაიხსნება  ამერიკულ კუთხეში თანასწორობის ელჩების, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და ამერიკული კუთხის წარმომადგენლების მიერ. კვირეულის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ვიდეოები თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ.

მრავალფეროვნების კვირეულის განმავლობაში სხვადასხვა ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებაა დაგეგმილი:

19 მაისი - „რა? სად როდის?“ ინტელექტუალური თამაში, სადაც ბათუმის საჯარო და კერძო სკოლის გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრებიან. თამაშის მიზანია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება თანასწორობისა და კულტურული მრავალფეროვნების თემებთან დაკავშირებით.

20 მაისი - ცნობილი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილის ფოტოების გამოფენა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში. ფოტოები მაღალმთიან აჭარაშია გადაღებული.

20 მაისი -  ზაზა ხალვაშის ფილმის „ნამე“ ჩვენება და დისკუსია ფილმის გადამღები ჯგუფის მონაწილეობით.

21 მაისი –  თანასწორობაზე ხელოვნების კონკურსის ნამუშევრების გამოფენა, სადაც კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. კონკურსი გამოცხადდა აჭარაში თანასწორობის ელჩის ინიციატივით „მე ვირჩევ თანასწორობას“ კამპანიის მხარდაჭერით. კონკურსის მიზანია მრავალფეროვნებისა და თანასწორობის შესახებ ახალგაზრდების ნამუშევრების იდენტიფიცირება და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება თანასწორობის თემასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის გაზრდა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქტივიზმში. დაჯილდოებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელი;  ბ-ნი არჩილ ჩიქოვანი, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი; ქ-ნი სოფიკო ხალვაში, ქალაქ ბათუმის ვიცე მერი; ქ-ნი მაია ხაჯიშვილი, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი და ქ-ნი თეონა ბერიძე, ბათუმის ბიბლიოთეკის დირექტორი.

21 მაისი - თანასწორობა და მრავალფეროვნება - ინტერაქციული სემინარი მოსწავლეებისთვის ჩატარდება ონლაინ აჭარის სკოლის მოსწავლეებისთვის. სემინარს ჩაატარებს თანასწორობის ელჩი და დაფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა დისკრიმინაცია, თანასწორობა, სიძულვილის ენა და კიბერბულინგი.

COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. ღონისძიებებზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ წინასწარი ონლაინ რეგისტაცია: https://bit.ly/3yj5fQS

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თანასწორობა და მრავალფეროვნება - ინტერაქციული სემინარი მოსწავლეებისთვის ჩატარდება ონლაინ, მონაწილეთა რაოდენობის შეზღუდვის გარეშე.

მრავალფეროვნების კვირეულის ფარგლებში ორგანიზებული აქტივობების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ მეტი კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ Facebook გვერდზე.

მრავალფეროვნების კვირეული ტარდება კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ - მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროექტის  დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში  ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page