ღონისძიებები

Back ახალგაზრდების აქტივობებმა თანასწორობაზე ცნობიერების ამაღლებით მიზნით ასობით ახალგაზრდა მოიცვა

ახალგაზრდების აქტივობებმა თანასწორობაზე ცნობიერების ამაღლებით მიზნით ასობით ახალგაზრდა მოიცვა

ნოემბერსა და დეკემბერში საქართველოს  ათ მუნიციპალიტეტში თორმეტი მცირე მასშტაბის ცნობიერების ასამაღლებელი ინიციატივა განხორციელდა.  ამ აქტივობების მიზანი ტოლერანტობის, თანასწორობის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ანტი-დისკრიმინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო კამპანიის და ადგილობრივი თემის აქტივობის საშუალებით. რამდენიმე ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამოქმედოდ.

აქტივობები მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა: ესეს და ფოტო კონკურსებს, ონლაინ გამოფენებს, „მე ვირჩევ თანასწორობას“ კამპანიის სხვადასხვა მასალის დარიგებას, საველე ვიზიტებს და დისკუსიებს, ტრენინგებს, ონლაინ სემინარები, ინტერვიუებს ხანდაზმულ მოსახლეობასთან, „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფოტო ჩარჩოების დადგმას ბორჯომის ისტორიულ  პარკში და ადგილობრივ თემებში ქუჩების გრაფიტებით მოხატვას.

ჯამში 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა მცირე მასშტაბის აქტივობებში, რომლებიც განხორციელდა სამ რეგიონში: აჭარაში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

ინიციატივები განხორციელდა ადამიანის უფლებათა ასოციაციის მიერ ევროპის საბჭოსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ პროექტის „ჩვენ ერთად, ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში. პროექტი  განხორციელდა  მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page