კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნების შესახებ ინფორმირებულობის დონე და ამ საკითხის მიმართ დადებითი დამოკიდებულება 2018-დან 2021 წლამდე პერიოდში გაზრდილია. ადამიანებს ახლა უფრო უადვილდებათ უმცირესობის ჯგუფის დასახელება, როცა ეკითხებიან პირველად რომელი ჯგუფი ახსენდებათ, როცა უმცირესობებზე ფიქრობენ. საზოგადოებას ახლა უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვს, ზოგადად, მრავალფეროვნების და ასევე ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ.
ბუქმარქსი სახელმძღვანელოა ადამიანის უფლებებათა სწავლების გზით ონლაინ სიძულვილის ენასთან ბრძოლისათვის. მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს „მოძრაობას სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ - ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ კამპანიას, რომელიც ებრძვის სიძულვილის ენას ინტერნეტსივრცეში, სახელმძღვანელო სასარგებლოა ამ პრობლემაზე მომუშავე განმანათლებლებისთვის, როგორც ფორმალური საგანმანათლებლო სისტემის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ეს სახელმძღვანელო წარმოგიდგენთ კომუნიკაციურ და საგანმანათლებლო მიდგომებს და ინსტრუმენტებს ახალგაზრდებისთვის და ადამიანის უფლებათა აქტივისტებისთვის, რათა განავითარონ საკუთარი კონტრ და ალტერნატიული ნარატივები სიძულვილის ენის მიმართ.
"ერთად ჩვენი განსხვავებული თვისებებით ჩვენ ვქმნით იდეებს, კულტურებს, ლამაზ ფერებს, სასიამოვნო ხმებს, საინტერესო ფორმებს. ამ მრავალფეროვნებაში, ამ თანასწორობაში, ჩვენ უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს."
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს 15-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა. მათ უნდა მოემზადებინათ თემა დღევანდელ საქართველოში თანასწორობის და მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ, საკუთარ მოსაზრებებზე და გამოცდილებებზე და/ან საქართველოს ისტორიაზე, ლიტერატურასა და კულტურაზე დაყრდნობით. მოსწავლეებმა თემაში უპასუხეს კითხვას: მე ვირჩევ თანასწორობას, რადგან...?
კომპასი შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა ლიდერებს, მასწავლებლებსა და ადამიანის უფლებების შემსწავლელი საქმიანობის განმახორციელებლებს, მოხალისეებს თუ პროფესიონალებს, კონკრეტული იდეებითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით ჩართონ ახალგაზრდები და ასევე მოტივაცია მისცენ მათ, რათა იცხოვრონ, ისწავლონ და იმოქმედონ ადამიანის უფლებებისთვის. ის ხელს უწყობს ადამიანის უფლებების სწავლების შესახებ ყოვლისმომცველი პერსპექტივის განვითარებას და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს გახდნენ ადამიანის უნივერსალური უფლებების კულტურის შემქმნელები.
ბავშვები, რომლებიც სხვა ადამიანებს შორის ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებში, თემებსა და საზოგადოებაში, ძალზე ადრეული ასაკიდან ხვდებიან სამართლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს და სამყაროს არსის გაგებას ცდილობენ. სახელმძღვანელო "კომპასიტო" გათვალისწინებულია იმ მასწავლებლებისთვისა და ტრენერებისთვის, რომელთაც უწევთ ბავშვის უფლებების სწავლება 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის..
ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს და სპეციალიზდება რასიზმსა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იგი შედგება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი წევრებისაგან, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს რასიზმის, ეთნიკური წარმოშობის, მოქალაქეობის, ფერის, რელიგიისა და ენის საფუძველზე განხორციელებული დისკრიმინაციის, ასევე ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებზე, ამზადებენ ანგარიშებს და გამოცემენ რეკომენდაციებს წევრი სახელმწიფოებისთვის.
ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტი (FCNM) კონვენციაზე დაფუძნებული მონიტორინგის მექანიზმია, რომელიც შედგება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან. მას ევალება შეაფასოს მონაწილე სახელმწიფოების მიერ ჩარჩო კონვენციის განხორციელების პროცესი. ყველა შესაბამისი ინფორმაციის (სახელმწიფო მოხსენებების, არასამთავრობო ორგანიზაციების შენატანების, სხვა შესაბამისი წყაროების, ადგილზე მისიის დროს შეგროვებული ინფორმაციის) შემოწმების შემდეგ, მრჩეველთა კომიტეტი გამოსცემს ქვეყნის შესახებ სპეციფიკურ მოსაზრებებს, რომელთა დასკვნებს მინისტრთა კომიტეტი რეზოლუციებად იღებს.
რეგიონული ან უმცირესობების ენების ევროპულ ქარტია (ECRML) ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ძირითადი კონვენციაა. იგი იცავს უმცირესობათა ენებს, განიხილავს რა მათ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ასპექტად, რომლებსაც საფრთხე ემუქრება. ქარტია ხელს უწყობს უმცირესობათა ენების შესახებ კანონმდებლობის შემუშავებას, რომელიც ხელს უწყობს რეგიონალური ან უმცირესობათა ენების გამოყენებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, დაწყებული განათლებით, მედიითა და კულტურით და საჯარო ადმინისტრაციით დასრულებული.