ეს ჩვენი ისტორიაა

Back გაიანე ხაჩატურიანი

გაიანე ხაჩატურიანი

“სიჩუმე სიცარიელეა, მე კი გავსებული სიცარიელე მიყვარს. ვფიქრობ, ყველა ადამიანს საკუთარი სიცარიელის ყუთი აქვს. იგი მას სპეციალურად ავსებს, რათა ცხოვრება გაიადვილოს.” - გაიანე ხაჩატურიანი საქართველოში, თბილისში დაბადებული მხატვარია, რომლის წინაპრები უძველესი სომხები - ზოკები იყვნენ.

 

გართულებული ოპერაციის შემდეგ, 12 წლის ასაკში, მუდმივად სახლში გამოკეტილი გაიანე მხატვრობით დაინტერესდა და მას შემდეგ ცხოვრებაც ხელოვნებას სამუდამოდ დაუკავშირა. მოგვიანებით გაიანე ნამუშევრებს ელენე ახვლედიანს ანახებდა და მის რჩევებს ითვალისწინებდა. სწორედ ელენე ახვლედიანმა შეახვედრა პირველად გაიანე ხაჩატურიანი სერგო ფარაჯანოვს. ნაცნობობა დიდ, მრავალწლიან მეგობრობაში გადაიზარდა. ცნობილია, რომ ფარაჯანოვი ძალიან აფასებდა გაიანეს ნიჭს და შემოქმედებას.

 

გ. ხაჩატურიანზე აღტაცებულები წერდნენ ვლადიმერ სპივაკოვი და მარტიროს სარიანი. მხატვრის შემოქმედებით კი მოხიბლული იყო ანდრეი ტარკოვსკი და ბელა ახმადულინა, რომლებიც გაიანეს საკუთარ მეგობრადაც მიიჩნევდნენ.

 

გაიანეს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მისი ნამუშევრები ვენეციის 53-ე საერთაშორისო ბიენალზეც გაიტანეს.

 

ხაჩატურიანის ნამუშევრები დაცულია მის ოჯახში, ერევნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და საქართველოს, საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში.

 

ფოტო: 50 ქალი საქართველოდან

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page