ეს ჩვენი ისტორიაა

Back მუშთაიდის ბაღი

მუშთაიდის ბაღი

გადმოცემის თანახმად, მუშთაიდის ბაღი თბილისში, მე-19 საუკუნეში, ირანელი დიდგვაროვანის მიერ გაშენდა. მუშთაიდი აზერბაიჯანში ირანის შიიტების რელიგიური ლიდერი და პოლიტიკური მოღვაწე იყო. ბაღის სახელწოდებაც სწორედ მისი რელიგიური წოდებიდან „მუჯთაჰიდი“ მომდინარეობს.

 

როგორც ენციკლოპედიიდან ვიგებთ, მუშთაიდის ქართველმა ცოლმა მას საქართველოში დასახლება მოსთხოვა. წარმოშობით სპარსი მირ-ფეთე-აღა სეიდ თავრიზელი ცოლთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. მოგვიანებით კი, უდროოდ გარდაცვლილი ქართველი მეუღლის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ტფილისის გარეუბანში უზარმაზარი ბაღი გააშენა. მუშთაიდს ირანიდან მუშები ჩამოუყვანია და მტკვრიდან ბაღამდე სარწყავი არხი გაუყვანია, ბაღში კი ასობით ვარდი გაუშენებია. საყვარელი მეუღლე მუშტაიდმა სახლის წინ დაკრძალა და საფლავზე უამრავი წითელი ვარდი დარგო.

 

როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ვიგებთ, საღამოობით ის დიდხანს იჯდა ცოლის საფლავთან და გლოვობდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბაღმა რამდენჯერმე გამოიცვალა დასახელება, ბაღს მაინც სამუდამოდ შერჩა დამაარსებლის, მუშთაიდის სახელი, ირანელი დიდგვაროვანის მიმართ ქართველების მადლიერების ნიშნად

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page