ეს ჩვენი ისტორიაა

Back ნიკო მარი

ნიკო მარი

ეს რუბრიკა ო ამჯერად გიამბობთ შოტლანდიელი წარმომავლობის ენათმეცნიერზე, რომელსაც დიდი წვლილი აქვს ქართული ენის შესწავლის საქმეში - ეს არის ნიკო მარი.

იცოდით, რომ ნიკო მარი გურიაში იზრდებოდა? მისი დედა, აღათი მაღულარია, გურული ქალი იყო, მამა კი შოტლანდიელი აგრონომი იაკობ მარი, რომელიც რეგიონში დასახლებულა. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოში ისეთი კულტურების შემოტანა, როგორიცაა ჩაი, ციტრუსები, ბამბა თუ აბრეშუმის ჭია.

ნიკო მარის შთამომავლები ამბობენ, რომ ენათმეცნიერმა 60-მდე ენა იცოდა. ერთ-ერთი ისტორიის მიხედვით, ქუთაისიდან პეტერბურგისკენ მიმავალ გზაზე მან ორი ენა, ინგლისური და ფრანგული, თავისით შეისწავლა.

ნიკომ ენათმეცნიერება გულში ისე ჩაიდო, მთელი თავისი ცხოვრება ამ საქმის შესწავლას მიუძღვნა. იგი იკვლევდა სომხურ და ქართულ ენებს და მათ ნათესაობას სხვა ენებთან. მის სახელს უკავშირდება არაერთი ჰიპოთეზა ამ ენების წარმომავლობასა თუ სიძველესთან დაკავშირებით. მანვე შეიმუშავა მრავალი ეტიმოლოგია ქართველურ ენათა მასალაზე. სხვადასხვა პერიოდში, ნიკო ქართული ენის შესწავლის საკითხზე ვატიკანისა და რომის ბიბლიოთეკებში მუშაობდა, იყო სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და პეტერბურგის ბიბლიოთეკის დირექტორი. მის მეცნიერულ მოღვაწეობაში გარკვეული ადგილი არქეოლოგიასაც უჭირავს. მის მიერ ჩატარებული გათხრები ღირებული იყო არაერთი ქალაქისა თუ კულტურის ისტორიის შესწავლისათვის.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page