Next question

მეგობრებთან ერთად სადილს უკვეთავთ ახალი აპლიკაციის გამოყენებით. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ვეგეტარიანელია, გეკითხებათ, თუ შეიძლება სხვა ობიექტიდან შეუკვეთოთ, რადგან აღნიშნულ ობიექტში ვეგეტარიანული კერძები არ არის შემოთავაზებული. როგორ იმოქმედებთ?

  • 0 თქვენს ვეგეტარიანელ მეგობარს ეუბნებით: „იქნებ ამ ერთხელ გაგესინჯა ხორცი?“
  • 1 უკვეთავთ სადილს სხვა ობიექტიდან, მაგრამ მთელი სადილის მანძილზე წუწუნებთ.
  • 2 შეუკვეთავთ სადილს იმ ობიექტიდან, რომელიც თქვენც და თქვენს ყველა მეგობარსაც სთავაზობთ ყველასთვის მისაღებ ვარიანტს.

ონლაინ შეხვედრაზე ხართ. ერთ-ერთი მონაწილის შვილი, მისი პრეზენტაციის დროს, ხმაურობს და შემოდის კადრში. როგორ იქცევით თქვენ?

  • 2 გამომსვლელს შესთავაზებთ, რომ ჯერ სხვა გააკეთებს პრეზენტაციას და შემდგომ მას დაუბრუნდებით.
  • 1 მშობელს შენიშვნას მისცემთ, რადგან ბავშვს ვერ აწყნარებს.
  • 0 ვერ იტანთ ბავშვებს.

სასურსათო მაღაზიაში თანამშრომელთა დასაქირავებლად ინტერვიუებს ატარებთ. ერთ-ერთ კანდიდატს მაჯაზე აქვს პანდას ტატუ. რას აკეთებთ?

  • 1 თქვენ უკვე გადაწყვიტეთ მასზე უარის თქმა ტატუს გამო, თუმცა, მაინც გაესაუბრებით.
  • 0 უარყოფთ მის განცხადებას მასთან საუბრის გარეშე.
  • 2 გაესაუბრებით, როგორც სხვა კანდიდატებს და არ მიაქცევთ ყურადღებას ტატუს.

თქვენს მშობლებს არ მოსწონთ, რომ თქვენ განსხვავებული ეთნიკური კუთვნილების ადამიანზე აპირებთ დაქორწინებას. როგორი იქნება თქვენი რეაქცია?

  • 0 დაეთანხმებით მათ სურვილს და უმალვე დაშორდებით პარტნიორს.
  • 2 გულახდილად გაესაუბრებით მათ და აუხსნით, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ეთნიკურ მიკუთვნებულობას არ აქვს მნიშვნელობა.
  • 1 შესთავაზებთ პარტნიორს, რომ შეიცვალოს ეთნიკური მიკუთვნებულობა.

სამსახურში გეჩქარებათ. აპლიკაციით გამოძახებული ტაქსის მძღოლი აღმოჩნდა ქალი. რას მოიმოქმედებთ?

  • 1 შესთავაზებთ, რომ თავად დაჯდებით საჭესთან. თქვენ უკეთ მართავთ მანქანას.
  • 0 სასწრაფოდ გააუქმებთ შეკვეთას და გაეცლებით იქაურობას.
  • 2 ჩაჯდებით მანქანაში და მშვიდად გააგრძელებთ ტელეფონში სტატიის კითხვას.

თვითმფრინავში გვერდით მჯდომი მგზავრი გთხოვთ ადგილი გაუცვალოთ რელიგიური მიზეზების გამო. რას მოიმოქმედებთ?

  • 2 გაუცვლით, რადგან თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს და როგორც ჩანს, მისთვის ასე უფრო კომფორტული იქნება.
  • 1 გაღიზიანდებით და საერთოდ არ გასცემთ პასუხს.
  • 0 არ გაუცვლით, თქვენ რატომ უნდა შეწუხდეთ?

ჯგუფური დავალების შესასრულებლად მხედველობა შეზღუდული სტუდენტი მოხვდა თქვენს ჯგუფში. ერთ-ერთი კურსელი გთავაზობთ, რომ ლექტორს დაელაპარაკოთ და გადაიყვანოს სტუდენტი თქვენი ჯგუფიდან, ვინაიდან „დრო არ გაქვთ მას მთელი წიგნი ხმამაღლა წაუკითხოთ“. თქვენ ამ დროს:

  • 0 ჯგუფიდან გააგდებთ შემოთავაზების ავტორს.
  • 2 აუხსნით შემოთავაზების ავტორს, რომ მხედველობა შეზღუდულ სტუდენტს ტექსტის წამკითხველი აქვს და ის ისევე შეძლებს ჯგუფური დავალების შესრულებაში მონაწილეობას, როგორც სხვები.
  • 1 დაეთანხმებით შემოთავაზებას და მიმართავთ ლექტორს.

ავტობუსში შეესწარით შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთ მგზავრი სხვა მგზავრს (ახალგაზრდა ბიჭს) ხმამაღლა აყენებდა შეურაცხყოფას მისი ფორთოხლისფერი პერანგის და საყურის გამო. თქვენ ამ დროს:

  • 1 ჩადიხართ ავტობუსიდან მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენი გაჩერება არ არის.
  • 0 სასწრაფოდ მოუწოდებთ მოჩხუბარ მგზავრს დატოვოს ავტობუსი.
  • 2 ეცდებით განმუხტოთ სიტუაცია და მოჩხუბარ მგზავრს ეტყვით, რომ სხვისი ჩაცმულობა მისი საქმე არ არის.

კონცერტზე ხართ, რომელიც ეროვნული ჰიმნით იხსნება. მაყურებლები ფეხზე წამოდგნენ. თქვენს გვერდით ერთი მაყურებელი კი მშვიდად ზის. რას მოიმოქმედებთ?

  • 1 ჰიმნის დასრულების შემდეგ მიდიხართ მასთან და ასწავლით ჭეშმარიტი პატრიოტიზმის შესახებ.
  • 0 მზერით ანადგურებთ. ეს ხომ მიუღებელი საქციელია!
  • 2 ხვდებით, რომ ის არავის აწუხებს და მშვიდად ზის. ასე რომ თქვენ არაფერს აკეთებთ.

თქვენი შვილი ბაღში დაუმეგობრდა აფრო-ამერიკული წარმოშობის ბავშვს. მომავალ კვირას თქვენს შვილს დაბადების დღე აქვს და სურს მისი ახალი მეგობრის დაპატიჟება. თქვენ:

  • 2 აძლევთ ნებართვას მისი ახალი მეგობარი სხვა სტუმრებთან ერთად დაპატიჟოთ. რა მნიშვნელობა აქვს კანის ფერს ან წარმოშობას.
  • 0 სთხოვთ, რომ მისი ახალი მეგობარი არ დაპატიჟოთ, ვინაიდან ბებიასა და ბაბუასთვის მიუღებელი იქნება.
  • 0 უმჯობესია თავისნაირ ბავშვებთან ერთად ითამაშოს.

თქვენი შედეგი:

„თქვენ ჭეშმარიტად შემწყნარებელი ადამიანი ხართ. ნამდვილი მაჰათმა განდი! დროა სხვებს გაუზიაროთ თქვენი ღირებულებები.“

„სწორ გზას ადგახართ. ეს გზა ტაძრამდე აუცილებლად მიგიყვანთ. გააგრძელეთ თქვენი შემწყნარებლური პიროვნების განვითარება.“

„ეს კარგი შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს ფასეულობებზე. სხვა ადამიანების მიმღებლობა ისევ თქვენ გაგამდიდრებთ. რასაცა გასცემ, შენია...“

გმადლობთ, რომ ქვიზი გაიარეთ!

Restart


ქვიზი მომზადდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს მიერ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით თანასწორობის კვირეულის ფარგლებში.
თანასწორობის კვირეული, ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ტარდება და მიზნად ისახავს მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას. თანასწორობის კვირეული ხორციელდება „მე ვირჩევთანასწორობას“ კამპანიის ფარგლებში.