საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ ორგანიზებულ სამ დღიან ტრენერთა ტრენინგს (ToT) საქართველოს გენერალური პროკორატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 წარმომადგენელი დაესწრო.
ტრენინგის მიზანია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვების გამოკითხვის თავისებურებების შესახებ ცოდნის გაღრმავება და მონაწილეთა პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა აღჭურვა.
სამართლებრივ საკითხებთან ერთად, მონაწილეებმა იმსჯელეს ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში არსებული ცოდნისა და გამოცდილების ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ბავშვის განვითარების და ასაკობრივი თავისებურებები, მეტყველების და კომუნიკაციის უნარები, ბავშვის შთაგონებადობა, ფანტაზია, მეხსიერება, მომხდარის შესახებ გადმოცემის შესაძლებლობები, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ტრავმული ზემოქმედება და მისი კლინიკური გამოვლინებები.
გამომძიებლის მიერ, აღნიშნული საკითხების გათვალისწინება მინიმუმამდე დაიყვანს ბავშვის ხელახალი ტრავმირების შესაძლებლობას მისი გამოკითხვის პროცესში და გაამარტივებს ბავშვისგან გამოძიებისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიღებას.
ტრენერთა ტრენინგის (ToT) მონაწილეები ტრენინგისა და მის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელოს საფუძველზე მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ კოლეგებსა და ამ სფეროში მომუშავე სხვა პორფესიონალებს.
ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის, ციფრულ გარემოში“ ფარგლებში.