საერთაშორისო პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად აღდგენითი მართლმსაჯულების კანონმდებლობის ფარგლების გაზრდის და აღდგენითი მართლმსაჯულების პოტენციალის შესახებ შესაბამისი მხარეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის კონსულტანტებმა 2023 წლის 18-21 აპრილს საჭიროებების შეფასების მისიის ფარგლებში შეხვედრები ჩაატარეს. პირისპირ და ჰიბრიდული შეხვედრები ჩატარდა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, მედიატორებსა და სოციალური მუშაკებთან, მოსამართლეებთან, პროკურორებთან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებთან. ასევე მოინახულეს მედიაციის ცენტრი თბილისში.
საჭიროებების შეფასების მისიის დასრულების შემდეგ ევროპის საბჭოს კონსულტანტები მოამზადებენ შეფასების ანგარიშს, რომელსაც გაუზიარებენ დაინტერესებულ მხარეებს. ანგარიშში მოცემული ანალიზი და რეკომენდაციები ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ აღდგენითი მართლმსაჯულების, როგორც გადაწყვეტის მექანიზმის გამოყენების ფარგლების გაფართოებას.
აქტივობა ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარება საქართველოში“ ხელშეწყობით.