Back კონგრესი ხელს უწყობს საქართველოში ადგილობრივ დონეზე გარემოს დაცვის გამოწვევებისა და ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგს

კონგრესი ხელს უწყობს საქართველოში ადგილობრივ დონეზე გარემოს დაცვის გამოწვევებისა და ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგს

„გარემოს დაცვის გამოწვევებზე რეაგირებისთვის აუცილებელია ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობების მუდმივი ჩართულობის უზრულვენყოფა და მათთან კონსულტაციები“ - განაცხადა რაფაელ ბენიტესმა, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის დირექტორმა, 2022 წლის 12 დეკემბერს ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის შესახებ გამართულ ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე. ღონისძიება, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, 70-მდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრის აპარატისა და სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების თანამშრომლები, ასევე, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

კონგრესის მომხსენებლებმა ბელინდა გოტარდიმ (იტალია, SOC/G/PD) და ლევან ჟორჟოლიანმა (საქართველო, NR) წარადგინეს კონგრესის მოხსენება თემაზე „გარემოს დაცვის ძირითადი უფლება: საკითხი ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებისთვის“ და მონაწილეებთან ერთად განიხილეს კონკრეტული რეკომენდაციები ადგილობრივ ხელისუფლების მიმართ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ადგილობრივ დონეზე გარემოს დაცვისა და ადამიანის შესაბამის უფლებებს შორის ურთიერთკავშირზე. სამუშაო შეხვედრა ასევე დაეთმო კონგრესის ადამიანის უფლებათა უახლეს სახელმძღვანელოს პრეზენტაციას, რომელიც  ქართულად ითარგმნა.

საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს გარემოს დეგრადაციისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მდგრადი გადაწყვეტილებების შემუშავებაში მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის გაძლიერებას.

ღონისძიება ორგანიზებულია პროექტის "მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიის გენერალური დირექტორატი, არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველოსაქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და მათი ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით.

იხილეთ:

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვის საკითხებზე, 2022 წლის სექტემბერი

კონგრესის გვერდი ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვაზე

14 დეკემბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page