Back პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები გადამზადდნენ ჯანმოს შეზღუდული შესაძლებლობების შეფასების ინსტრუმენტის (WHODAS 2.0) პრაქტიკულ გამოყენებაში

პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები გადამზადდნენ ჯანმოს შეზღუდული შესაძლებლობების შეფასების ინსტრუმენტის (WHODAS 2.0) პრაქტიკულ გამოყენებაში

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით, 2023 წლის  25-26 თებერვალს და 11-12 აპრილს, ორი ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატიმრებთან მომუშავე 30-მდე  სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალისათვის. ტრენინგის მონაწილეებმა გაიუმჯობესეს ცოდნა ჯანმოს WHODAS 2.0 ინსტრუმენტის პრაქტიკული გამოყენების შესახებ.

ისინი უკეთ გაეცნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატიმრების იდენტიფიცირებისა და მართვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და ინსტრუმენტის გამოყენების პრაქტიკულ ასპექტებს. ასევე - ინსტრუმენტის იმ ვერსიის პრაქტიკულ გამოყენებას, რომელსაც მართავს ინტერვიუერი.  ტრენინგის პროგრამა ასევე მოიცავდა მოდულებს WHODAS 2.0-ის მიზნის, სტრუქტურის და მისი განვითარების ისტორიის შესახებ.

ინსტრუმენტის გამოყენება მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და შეზღუდული შესაძლებლობის დონის შეფასებისას, როგორც ზოგად პოპულაციაში, ისევე კონკრეტულ ჯგუფებში. WHODAS 2.0 აადვილებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინტერვენციების დაგეგმვას და მათი გავლენის მონიტორინგს. საქართველოს პენიტენციური სისტემის კონტექსტში ინსტრუმენტის პრაქტიკული გამოყენების შესაფასებლად იგეგმება მისი პილოტირება რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში, ვიდრე იგი მთელ პენიტენციურ სისტემაში დაინერგება.

ტრენინგი ორგანიზებულია პროექტის „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ ფარგლებში, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

12 აპრილი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page