9-12 მარტს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით, პენიტენციურ სისტემაში პროფესიული გადაწვის პრევენციასა და მართვაში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგში ოცი ფსიქოლოგი მონაწილეობდა, რომლებიც გაეცნენ პროფესიული გადაწვის მახასიათებლებს და მისი პრევენციის მეთოდებს.
პენიტენციური სისტემისთვის დამახასიათებელი 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი და სხვა სამუშაო პირობები, თანამშრომლებს პროფესიული გადაწვის მაღალი რისკის ქვეშ აყენებს. ასეთ პირობებში, მსჯავრდებულებისთვის რთულდება უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება. ტრენინგის კურსი მოიცავდა სესიებს შემდეგ საკითხებზე: გადაწვის ფაქტორების იდენტიფიცირება, გადაწვის პრევენციის სტრატეგიები, და პროფესიული გადაწვის პრევენციაში თვითრეგულაციის უნარებისა და პრაქტიკის როლი.
ტრენინგის მონაწილე ფსიქოლოგები მიღებულ ცოდნას პენიტენციური სისტემის სხვა თანამშრომლებსაც გაუზიარებენ.
ტრენინგი ორგანიზებულია ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ ფარგლებში.