Back საგრანტო წინადადების შესახებ კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის „მოსწავლეთა ხმა - სკოლებსა და ადგილობრივ თემში სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობის მხარდაჭერა“

საგრანტო წინადადების შესახებ კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის „მოსწავლეთა ხმა - სკოლებსა და ადგილობრივ თემში სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობის მხარდაჭერა“

ევროპის საბჭოს  პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში - მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში” ფარგლებში აცხადებს საპროექტო განაცხადების შესახებ კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზა­ციებისთვის. ორგანიზაციებმა სკოლებთან თანამშრომლობით უნდა შეიმუშავონ და განახორციელონ პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება სკოლებსა და ადგილობრივ თემში არსებულ საჭიროებებზე. პროექტების მიზანი უნდა იყოს მოსწავლეთა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარების ხელის შეწყობა და სკოლასა და თემში მათი მონაწილეობისა და ხმის გაძლიერება.

განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2023 წლის 27 თებერვალი.

პირველი საინფორმაციო შეხვედრა დაგეგმილია 2023 წლის 13 თებერვალს, 14 საათზე,  Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე:  https://coe-int.zoom.us/j/86765469693?pwd=SDd1SVpvZ1p4Wmd6ZFdsazRpYXE2dz09

პასკოდი: 106509

აღნიშნული წინადადებების შესახებ კონკურსი ცხადდება პროექტის დემოკრატია იწყება სკოლაში - მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში ფარგლებში, რაც ევროპის საბჭოს 2020-2023 . . საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

კითხვა-პასუხი

30 იანვარი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page