Back საქართველოში მომუშავე მარკეტები თანასწორობის პრინციპებს ეცნობიან

საქართველოში მომუშავე მარკეტები თანასწორობის პრინციპებს ეცნობიან

ევროპის საბჭო მხარს უჭერს ინიციატივებს, რომელიც ხელს უწყობს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, თანასწორობისა და მრავალფეროვნების პრინციპების დანერგვას ბიზნესსექტორში ამ საკითხში ევროპის საბჭოს მთავარი პარტნიორი სახალხო დამცველის აპარატია, რომელიც,  მანდატის შესაბამისად, გასცემს თანასწორობის დაცვის რეკომენდაციებს და იღებს გადაწყვეტილებებს, რაც ბიზნეს სექტორისთვის  თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის მნიშვნელოვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

2023 წლის 5-6 აპრილს ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში და სახალხო დამცველის აპარატმა, შრომის ინსპექციასთან ერთად და რითეილ ასოციაციასთან თანამშრომლობით სამუშაო ადგილსა და სერვისებში თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციის პრევენციის შესახებ ტრენინგი ჩაატარა.   მაგნიტის, სმარტის, გუდვილის, დეილის, კარფურის, ვეიმარტის, გალფისა და აგროჰაბის ადამიანური რესურსებისა და იურიდიული დეპარტამენტების წარმომადგენლებმა თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები განიხილეს, რომელიც სახალხო დამცველის აპარატისა  და ევროპის საბჭოს მიერ რეკომენდებულ  რეაგირების მექანიზმებშია ასახული. ევროპის საბჭომ სახალხო დამცველის აპარატთან ერთად მსგავსი ტრენინგები საბანკო სექტორისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებისთვისაც ჩაატარა.

 ეს ინიციატივა პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ნაწილია, რომელიც საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში ფინანსდება.

5-6 April 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page