Back შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად მონაცემების შეგროვების გაუმჯობესება გრძელდება

შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად მონაცემების შეგროვების გაუმჯობესება გრძელდება

დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულებისა და სიძულვილის ენაზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) სტანდარტების, შესაბამისი პრეცედენტული სამართლისა და  ამ დანაშაულებზე მონაცემების შეგროვების შესახებ მოსამართლეთა თანაშემწეების შესაძლებლობების განვითარება გრძელდება. 2023 წლის 23-24 თებერვალს დასავლეთ საქართველოდან სასამართლოს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი ბორჯომში, რომელიც ეფუძნება წინა ტრენინგების გამოცდილებას (2022 წლის ივლისი, 2021 წლის ოქტომბერი, 2021 წლის ივლისი, 2019 წლის დეკემბერი და სხვა).

ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე ერთობლივი მონაცემების შეგროვების მნიშვნელობასა და ვალდებულებაზე, დისკრიმინაციის გამოვლინებებზე და პრეცედენტული სამართლის საფუძველზე სახელმწიფოს ნეგატიურ და პოზიტიური ვალდებულებებზე.

მონაწილეებმა შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების შესახებ სპეციალური ფორმების შევსების გზით, მონაცემთა სწორად აღრიცხვის პრაქტიკა გაცვალეს. ტრენინგების ეს სერია, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების შესახებ მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI)-ის რეკომენდაციების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და მინისტრთა კომიტეტის შესაბამისი გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველომ უნდა გააუმჯობესოს შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულებისგან დაცვისა და მათზე რეაგირების მექანიზმები და შესაბამისი მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის პრაქტიკები. ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში 2018 წლიდან თანამშრომლობს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემასთან, რათა ხელი შეუწყოს შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას და მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას. პროცესის მხარდასაჭერად ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული იყო სხვადასხვა ტრენინგი და სამუშაო შეხვედრები.

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

23-24 თებერვალი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page