Back შსს-ს წარმომადგენლებმა გაიმყარეს ცოდნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის საქმეების გამოძიების გამოწვევების შესახებ

შსს-ს წარმომადგენლებმა გაიმყარეს ცოდნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის საქმეების გამოძიების გამოწვევების შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტთან ერთად, ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში პოლიციის ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო დისკრიმინაციის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხებისა და ამ მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებების ეფექტურად განხორციელების განხილვა. შეხვედრის მონაწილეებმა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ბოლო წლებში განხორციელებული აქტივობების შედეგებიც განიხილეს.

ევროპის საბჭოს ექსპერტმა  სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის საქმეების გამოძიების კარგი პრაქტიკისა და გამოწვევების შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) პრეცედენტული სამართალი გაუზიარა სამინისტროს წარმომადგენლებს.

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

24-25 სექტემბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page