Back „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია

15 აპრილს ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ წარმოადგინეს საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერი ერთობლივი პროექტი. ღონისძიებას დაესწრნენ სახელმწიფო სტრუქტურების წამომადგენლები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, მედია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. პროექტის მიზანს წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის რეფორმებში ჩართული მხარეების მხარდაჭერა და ეროვნული სასამართლოების შესაძლებლობების გაუმჯობესება. 

 

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს   ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, პიტერ დენისმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერმა, ნათია მეზვრიშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სოფიო კილაძემ, საქართველოს პარმალენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი შავლიაშვილმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, დავით ასათიანმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ და გიორგი ბურჯანაძემ, საქართველოს სახალხო დამვცელის მოადგილემ.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სხვადასხვა ასპექტების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ინსტიტუციების, ევროკავშირის დელეგაციისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები შეთანხმდნენ ახალი პროექტის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობაზე. ამ მიზნით საქართველოსთვის შესაბამისი სხვადასხვა ევროპული მოდელები იქნა განხილული. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებისთვის  ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლიან, გამჭვირვალე და ეფექტიან სისხლის სამართლის პროცესზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

ღონისძიება განხორცილდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის II ფაზის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ახორციელებს ევროპის საბჭო.

15 აპრილი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page