2024 წლის 14 მარტს გაიმართა პროექტ „სოციალური და ეკონომიკური უფლებების გამტკიცება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა. მისი წინამორბედის, „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ (2021-23) მიღწევებზე დაყრდნობით, ეს ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს გააძლიეროს სოციალური უფლებების დაცვა ევროპული სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. შესაბამისად, პროექტი ფოკუსირებულია საქართველოს ხელისუფლების, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (NHRIs), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs) და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებაზე სოციალური და ეკონომიკური უფლებების უკეთ უზრუნველყოფისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმული ადამიანების სოციალურ უფლებებს. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს სოციალური უფლებების და ევროპის სოციალური ქარტიის (ESC) შესახებ ცნობიერების ამაღლებას, შერჩეულ სამიზნე ჯგუფებში და ზოგადად საზოგადოებაში, მათ შორის სოციალური უფლებების არგამოყენების საკითხზე.
მონაწილეებმა განიხილეს პროექტის სამოქმედო გეგმა და განსაზღვრეს მომდევნო 6 თვის პრიორიტეტები. დამსწრეებმა დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს ევროპის საბჭოს პროექტის აქტივობების და ლოგიკური ჩარჩოს მიმართ. შეხვედრაზე პროექტის სამომავლო მუშაობისა და საქმიანობის საფუძვლის ამსახველი დოკუმენტაცია, ერთხმად დამტკიცდა.
შეხვედრაზე გაჟღერდა ღირებული რჩევები შემდგომი ნაბიჯების შესახებ და სამომავლო სინერგიების შესაძლებლობებზე პროცესში ჩართულ სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის. დამსწრე დაინტერესებულმა მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და მომავალშიც წარმოადგინონ თანმიმდევრული უკუკავშირი შეხვედრაზე განხილულ მნიშვნელოვან თემებთან და დოკუმენტებთან დაკავშირებით.
მმართველი კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ შრომის ინსპექცია, სახალხო დამცველის აპარატი და სხვა შესაბამისი დაწესებულებების წარმომადგენლები.
შეხვედრა ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.