Back ნარკოტიკების პრევენციის საკითხებზე მეორე თემატური შეხვედრა

ნარკოტიკების პრევენციის  საკითხებზე მეორე თემატური შეხვედრა

ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის პროექტი ’’ნარკოტიკების პრევენციის მხარდამჭერი ქსელის განვითარება მშობლებისთვის და პროფესიონალებისთვის საქართველოში’’ აგრძელებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების პრევენციის თაობაზე კასკადურ ტრენინგებს. მიმდინარე წლის 30-31 მარტს გაიმართა მეორე ტრენინგი ნარკოტიკების პრევენციის საკითხებზე, რომელსაც პრევენციის ეროვნული ექსპერტი დარეჯან (ჯანა) ჯავახიშვილი და ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფის მუდმივი კორესპონდენტი ისლანდიიდან, რაფნ მაგნუს ჯონსონი უძღვებოდნენ.

ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში დაიფარა ისეთი საკითხები, როგორიც არის პრევენციის არსი, მისი ფორმები, დონეები, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომები და მულტი-უწყებრივი თანამშრომლობის როლი პრევენციაში. ამასთან, ექსპერტმა ისლანდიიდან ისაუბრა უნივერსალური და გარემოსდაცვითი პრევენციის როლზე ისლანდიაში, მტკიცებულებებსა და კვლევებზე დაფუძნებულ მიდგომებზე და პრევენციის იმ მასშტაბურ რეფორმაზე, რომელიც განხორციელდა ქვეყანაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების პრევენციის მიმართულებით. თეორიული ნაწილის გარდა, ტრენინგი მოიცავდა  სხვადასხვა პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

ტრენინგის მონაწილეები იყვნენ განათლების სამინისტროს, სპეციალურ პენიტენციური სამსახურის, პრობაციის სააგენტოს, ზრუნვის სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის წარმომადგენლები.

30-31 March 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page