Back ყოველწლიური შეხვედრა რეგიონული ქსელის თვითრეგულირების ორგანოებისა

ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი „პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალიზმის გაძლიერება რეგიონალური თვითრეგულაციის ორგანოს ქსელის მხარდაჭერის გზით“
ყოველწლიური შეხვედრა რეგიონული ქსელის თვითრეგულირების ორგანოებისა

ევროპის კავშირის დაფინანსებული ევროპის საჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალიზმის გაძლიერება რეგიონალური თვითრეგულაციის ორგანოს ქსელის მხარდაჭერის გზით“ ფარგლებში ევროპის საბჭომ  ორგანიზება გაუკეთო რეგიონული ქსელის თვითრეგულირების ორგანოების ყოველწლიურ შეხვედრას. ღონისძიებას დაესწრო აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის ფედერაციის თვითრეგულაციის ორგანოს წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში თვითრეგულაციის ქსელის წევრებმა წარმოადგინეს საკუთარი ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი მიგნებები და მიღწევები. ქართველმა და სომეხმა ექსპერტებმა კოლეგებს გაუზიარეს წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებასთან დაკავშირებული გამოცდილება, ხოლო უკრაინელმა ექსპერტებმა ისაუბრეს  მედიის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა გაშუქებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. მედიის თვითრეგულაციის ქსელის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ კონკრეტული ღონისძიების შესახებ, თუ როგორ შეუწყონ ხელი ქსელის ფარგლებში ახალ შექმნილ  ტრანსსაზღვრო სასარჩელო მექანიზმის გაძლიერებას და ზოგადად ქსელის საქმიანობას. წევრები შეთანხმდნენ, რომ შემუშავდეს ქსელის განვითარებისა და კომუნიკაციის დოკუმენტები, ასევე შეიქმნება სპეციალური ვებგვერდი.

2-3 მარტი, 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge