Back ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის სპეციალისტების კიდევ ერთ ჯგუფი გადამზადდა

ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის სპეციალისტების კიდევ ერთ ჯგუფი გადამზადდა

ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასება, სტიგმა და ეფექტური კომუნიკაცია, შეფასების სკრინინგ ინსტრუმენტები, მულტიდისპლინური გუნდის როლები და ფუნქციები, მოტივაციური ინტერვიუ, პროფესიული გადაწვის და მეორადი ტრამვატიზაციის პრევენცია, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში ცოდნა გაიღრმავა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრაქტიკული უნარები გაიუმჯობესა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში მომუშავე თხუთმეტმა სპეციალისტმა სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში, თბილისში, მიმდინარე წლის 19-21 თებერვალს. ტრენინგის მონაწილეები ჩართულნი იყვნენ თეორიულ თუ პრაქტიკულ სავარჯიშოებში და აღჭურვნენ იმ საჭირო  ინსტრუმენტებით, რაც აუცილებელია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში ბენეფიციარების ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევების გადასაჭრელად.

სამდღიანი პროგრამა შემუშავდა ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფის ორი ეროვნული ექსპერტის პუბლიკაციაზე - „ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტუალური საკითხების პრაქტიკული გზამკვლევი“, დაყრდნობით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების გარდა, ტრენინგს ესწრებოდა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორი თანამშრომელი. მომავალში იგეგმება სასწავლო კურიკულუმის დანერგვა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში დამატებითი სპეციალისტების გადასამზადებლად.

ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის -„პენიტენციური სისტემის რეფორმების მხარდაწერა საქართველოში“ პომპიდუ ჯგუფის კომპონენტის ფარგლებში. 

თბილისი, საქართველო 21 თებერვალი 2024
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge