Back მორიგი ტრენინგი მოსამართლეებისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრეცედენტული სამართლის შესახებ

მორიგი ტრენინგი მოსამართლეებისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრეცედენტული სამართლის შესახებ

იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა მოსამართლეებისთვის ჩაატარეს მეორე სემინარი საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრეცედენტული სამართლის შესახებ. ტრენინგის ფასილიტატორებმა მოსამართლეებს აცნობეს სასამართლოს ბოლო დროის პრაქტიკა ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, მტკიცებულებების დასაშვებობა, თავისუფლების უფლება, წინასწარი ზომები, სასამართლო პროცესის მომზადება და სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების სხვადასხვა ასპექტების შესახებ.

გარდა ამისა, მონაწილეებმა განიხილეს ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ შემუშავებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობის განხილვის ძირითადი მიგნებები. მიმოხილვა წარმოადგენს ყოვლისმომცველ დოკუმენტს, რომელიც ემსახურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შემდგომ გაუმჯობესებასა და საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმების მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” ფარგლებში.

11-12 დეკემბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page